menu close search

Hammock Magazine x Top The Shaker - ბანანის და ისპანახის ფენქეიქი

გიზიარებთ საუზმის რეცეპტს, რომელიც უქმე დღეებს გაგიფერადებთ. მოამზადეთ ოჯახთან, ბავშვებთან ერთად. რეცეპტი ვეგანურია, ფერადია და გემრიელი.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Hammockmagazine (@hammockmagazine)



ვიწყებთ ასე. ბლენდერში ვათავსებთ ამ ინგრედიენტებს:


2 ბანანს
2 მუჭა ისპანახს
320 გრ ვეგანური რძეს
1/2 ჩაის კოვზ ვანილს

ვაბლენდერებთ კარგად.

ცალკე ჯამში ვაერთიანებთ:

270 გრამ თქვენთვის სასურველ ფქვილს
1 ჩაის კოვზ სოდას
1/2 ჩაის კოვზ მარილს

ვუმატებთ ისპანახის და ბანანის მასას.

ვწვავთ ქოქოსის ზეთში, საშუალო ცეცხლზე, ორივე მხრიდან.

ზემოდან მოვასხი:

1 ჭ შაქრის პუდრა + 1 სკ ჭარახლის პუდრა + 1/4 ჭ წყალი. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი საყვარელი სიროფი გამოიყენოთ. ასევე უხდება ხილი და შოკოლადიც.

გემრიელად მიირთვით.

გამოქვეყნების თარიღი:

03 აპრილი, 2020

დაწერე კომენტარი