menu close search

მარტივი გიოზა ვეგანურად

ვაგრძელებთ ისპანახის სერიას. დღევანდელ რეცეპტშიც ისპანახის სიხასხასე ფიგურირებს. რაც შეეხება დანარჩენს, მინდა გითხრათ, გიოზას მომზადება ძალიან გასართობია, მით უმეტეს, თუ ვინმესთან ერთად ამზადებთ. ასე რომ შეუდექით.

 

მე, როგორც მოყვარული, კულინარიაში სიმარტივეს ვეძებ, თანაც ვეგანური მიმართულებით. მგონია, რომ ეს კონკრეტული კერძი ძალიან გაახალისებს თქვენს სტუმრებს.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Hammockmagazine (@hammockmagazine)



გიზიარებთ ცომის, შიგთავსის და სოუსის რეცეპტებს.

 

ცომი:

 

300 გ ხორბლის ფქვილი

155 გ თბილი წყალი

1/2 ჩ/კ მარილი

2 ს/კ სიმინდის სახამებელი (სიპრიალისთვის)

1 მუჭა ისპანახი (ფერისთვის, სურვილისამებრ, თუ არადა გამოტოვეთ პირველი ეტაპი)

 

იმისთვის, რომ ასეთი ლამაზი ფერი მივიღოთ, საჭიროა ბლენდერში მოვათავსოთ:

 

კარგად გარეცხილი ისპანახი  

 

155 გ თბილი წყალი

 

დაბლენდერების მერე ვწურავთ საცერზე.

 

ცალკე დიდ ჯამში მოვათავსებთ:

 

ფქვილს

ისპანახის წყალს

მარილს

სახამებელს

 

ვურევთ და ვზელთ, სანამ მარტივად დასაგუნდავებელი არ გახდება. შემდეგ პოლიეთილენში  ვფუთავთ და 1 საათით ვათავსებთ  მაცივარში.

 

ამასობაში მზადდება შიგთავსი:

 

4 ჭიქა დაჭრილი სოკოს ნაირსხეობა ან თუნდაც ერთი სახეობა წვრილად დაჭრილი

4 ცალი ნაპა კომბოსტოს ფოთოლი წვრილად დაჭრილი

1 ს/კ სოიის სოუსი

1 ჩ/კ შებოლილი სითხე ან ვორჩესტერის სოუსი

1 ს/კ ნივრის პუდრი

1 ჩ/კ მარილი

2 ს/კ ზეთი

2 ს/კ წყალი (ან მეტი, მზადებისას სისველისთვის)

 

გაცხელებულ, ზეთიან ტაფაზე ვათავსებთ კომბოსტოს და სოკოებს. ვუმატებთ წყალს. ვშუშავთ საშუალო ცეცხლზე და თანდათან ვუმატებთ სხვა ინგრედიენტებს.  მოშუშვისთვის საჭიროა სულ 5-6 წუთი.

 

სოუსი:

 

2 ს/კ ცხელი წყალი

2 ს/კ სოიის სოუსი

1 ჩ/კ ბრინჯის ძმარი

1/3 ჩ/კ დამატკბობელი (მე ნეკერჩხლის სიროფი გამოვიყენე)

1/3 ჩ/კ სეზამის ზეთი

1 ჩ/კ დაჭრილი მწვანე ხახვი

1 ჩ/კ სეზამის მარცვლების მიქსი.

 

ამ ყველაფერს ერთმანეთში ვაერთიანებთ და ვურევთ. სოუსი მზადაა.


თუ ყველაფერი მზადაა, ვიწყებთ გიოზების გახვევას.

 

ცომს ვაბრტყელებთ, ვჭრით მრგვალ ფორმებს ღვინის ჭიქით. შიგ ვათავსებთ 1 ჩ/კ სოკოს შიგთავსს. ვუკეთებთ სასურველ ნაოჭებს და ვამზადებთ ორთქლზე 6-7 წუთით.

 

ყველაფერი მზადაა. თუ  რეცეპტი მოგეწონათ,  აუცილებლად გაიმეორეთ.

გამოქვეყნების თარიღი:

03 აპრილი, 2020

დაწერე კომენტარი