თქვენი საყვარელი არომატი რომელია? ცხარე, ტკბილი, მლაშე თუ მჟავე? რატომღაც ხშირად გვავიწყდება მეხუთე, და ყველაზე საინტერესო გემო, რომელიც უმამი პროდუქტებშია. ამ სუპის მიზაბი ზუსტად ამ რეცეპტორების გაღვიძებაა რომელიც უმამის აღიქვამენ და ტვინს ამ საოცარ სიგნალებს აწვდიან. უმამი მიწისებრი, სოკოსებრი და თითქოს დაძველებული არომატების მიქსია. ყოველდღიურობაში მივირთმევთ დაძველებული ყველის, ხორცის, სოიოს თუ სასმლის სახით. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი უმამი პროდუქტი სოკოა. შიიტაკე სოკო განსაკუთრებულია სხვებთან შედარებით, მას გააჩნია თვისება რომ მისივე ნახარშს მისცეს უნიკალური არომატი რომელიც არც-ერთ სხვა პროდუქტში არ მოიპოვება. ეს სოკო იაპონიიდანაა. დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია მსოფლიო გასტრონომიაში რადგან ქმნის დაუვიწყარ გემოებს. გამხმარი შიიტაკე - ეს ის პროდუქტია რომელიც საქართველოში ხშირად გვხვდება დიდი სუპერმარკეტების აზიურ სექციებში, ძალიან ხელმისაწვდომია და მარტივი შესანახია.
მისოს პასტა კი ფერმენტირებული სოიოსგან კეთდება, მისოს პასტა აზიურ კულინარიაში ძალიან გავრცელებულია და საბედნიეროდ საქართველოში არც ისე რთული მოსაპოვებელია. როგორც სხვა ფერმენტირებული საკვები ისიც მდიდარია სასარგებლო ბაქტერიებით რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას ხელს უწყობს. ასევე არის უმამი გემოების ზეიმი და უგემრიელესი შტრიხი ნებისმიერ აზიურ კერძში.
View this post on Instagram
ჩემი უმამი გემოების სუპი ასე მარტივად მზადდება:
1 სკ მისოს პასტა
10 ცალი შიიტაკე (გამოიყენეთ მხოლოდ ქუდები თუ ზედმეტად ღეჭვადი სოკო არ გსურთ)
1 ჩკ ჯანჯაფილი
1 ჩკ სეზამის ზეთი
2 1/2 ჭ წყალი
წამოვადუღებთ ამ ინგრედიენტებს იმისთვის რომ მისოს პასტამ ბულიონის სახე მისცეს სუპის წყალს.
ნელნელა ცეცხლზევე ვუმატებთ სასურველ ინგრედიენტებს მე დავუმატე:
ბოკ ჩოი
სოკო ენოკი
წითელი წიწაკა
პიტნა (სურვილისამებრ)
მწვანე ხახვი
სეზამის მარცვლები
სწრაფი მომზადების ატრია (თუმცა თუ ასეთი ატრიის წინაამღდეგი ხართ, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სახლში მომზადებული ან უბრალოდ სხვა სახის ატრიით)
მივიყვანთ დუღილამდე, გავაჩერებთ 4-5 წუთი ცეცხლზე და ეს სუპი მზადაა. უმარტივესია, უცნაურად გამოიყურება თუმცა დამიჯერეთ ესაა გემოების ზეიმი.
დაწერე კომენტარი