გერმანელი არქიტექტორის პოლ შტერნის მიერ თბილისის ისტორიულ უბანში აშენებული გამორჩეული არქიტექტურის მქონე სასახლე დღეს ქართული თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის ისტორიის ამსახველ ძალიან საინტერესო და უნიკალურ ნამუშევრებს ინახავს. შექმნილი მდგომარეობის საპასუხოდ Hammock Magazine ხელოვნების სასახლესთან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ ახალ სპეცპროექტს, რომლის ფარგლებშიც ხელოვნების სასახლეში დაცული უნიკალური ექსპონატების შესახებ პერიოდულად ძალიან საინტერესო სტატიებს შემოგთავაზებთ.
დაწერე კომენტარი