ხვალ თიბისი კონცეპტის სივრცეში ვერა ფაღავას გამოფენა “მდუმარე ქალაქები” სრულდება. ვერა ფაღავას კულტურულ ასოციაციასთან თანამშრომლობით და საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგულ ინსტიტუტთან პარტნიორობით მხატვრის მასშტაბური გამოფენა გაიმართა, სადაც 1950-იან და 80-იან წლებში შესრულებული ის ფერწერული ტილოები და აკვარელები გამოიფინა, რომლითაც ხელოვანი მდუმარე ქალაქების არქიტექტურის შესახებ გვიამბობს
დაწერე კომენტარი