menu close search

Hammock Magazine x BMW - სოფო გონგლიაშვილი

Hammock Magazine BMW-სთან ერთად აგრძელებს საინტერესო გადაცემას თანამედროვე ქართველი ხელოვანების შესახებ. შემდეგ ვიდეოში გამორჩეულ ხელოვანს და დიზაინერს - სოფო გონგლიაშვილს გაგაცნობთ. სოფოს ნამუშევრებს მსოფლიოს არაერთ ცნობილ კონცეპტუალურ მაღაზიაში შეხვდებით. მისი კოლექციები წარმოდგენილი იყო ლონდონში, Liberty-ში, ტოკიოში, Tokyu Plaza Ginza-ს ერთ-ერთ გამორჩეულ ქონსეფთ სთორიში, პარიზში, Merci-ში. მისი სამკაულები არაერთმა ცნობილმა ვარსკვლავმა მოირგო, მათ შორის - Alicia Keys-მა. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ სოფო ნიუ-იორკში გამოცემულ მნიშვნელოვან ლიმიტირებულ წიგნში - Woman of Jewelry მოხვდა, რომელიც მსოფლიოს გამორჩეული იუველირი ქალების შესახებ მოგვითხრობს. რა მიმდინარეობას განეკუთვნება მისი ნამუშევრები - თანამედროვე ხელოვნებას, დიზაინს თუ ორივეს ერთად? ამ და სხვა საინტერესო თემებზე შემოგთავაზებთ მასთან ინტერვიუს.

გამოქვეყნების თარიღი:

07 აგვისტო, 2026

დაწერე კომენტარი