Fondazione Prada საზოგადოებისთვის ვირტუალურ კარს აღებს. 1993 წელს იტალიაში პრადას ოჯახის მიერ დაარსებული Fondazione Prada, თანამედროვე ხელოვნების, კულტურის, არქიტექტურის, კინოსა და ფილოსოფიის განვითარებისთვის შექმნილი ფონდია, რომელიც, როგორც პრადას სეზონურ ჩვენებებს, ასევე ხელოვნებისა და მოდის სამყაროს სხვადასხვა გამორჩეულ გამოფენებს, პერფორმანსებსა და არტისტებს მასპინძლობს.



მიმდინარე გლობალური მოვლენების ფონზე, Fondazion Prada-მ, ისევე, როგორც მსოფლიოს არაერთმა კულტურულმა დაწესებულებამ, დროებითი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, მეორე მხრივ, როგორც ბრენდმა განაცხადა, “ფიზიკური აუდიტორიის გარეშე დარჩენილებმა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შევქმნათ ახალი ენა, რათა არ დაისადგუროს კულტურულმა სიჩუმემ”. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა თავად სწვეოდა ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ამ გზით ბრენდი ციფრულ სამყაროში გააცოცხლა. “იმისათვის, რომ კრიზისული პერიოდი სწავლისა და ანალიზის საშუალებად ვაქციოთ, ჩვენ აღმოვაჩინეთ ახალი გზები კომუნიკაციისთვის”, - აღნიშნულია ფონდის განცხადებაში. Fondazione Prada-მ ბრენდი ე.წ. იდეების ლაბორატორიად გარდაქმნა, რათა ხელი შეუწყოს ადამიანების ყოველდღიურ კავშირს კულტურასა და ხელოვნებასთან. ვიდეოები, ფოტოები, უახლესი ინტერვიუები და კინემატოგრაფიული ნამუშევრების პირდაპირი ჩვენებები... ეს იმ კონტენტის ნაწილობრივი ჩამონათვალია, რომელსაც ბრენდის სხვადასხვა ციფრულ არხზე შეგიძლიათ გაეცნოთ. 

ბრენდი იმედოვნებს, რომ მისი ინიციატივა და შემოთავაზებული პლატფორმის მიმართულება კრიზისის პერიოდის გადავლის შემდეგაც გააგრძელებს სიცოცხლეს და განვითარებას.