რამდენიმე დღის წინ Balenciaga-მ ახალი კამპანია - Cities წარადგინა, რომელიც მსოფლიოს მეგაპოლისებს ეძღვნება - მათ შორისაა შანხაი, პარიზი, სეული, დუბაი, ლონდონი და სხვა. სპორტული "ჰუდები", "ბეისბოლის ქუდები", ქვედაბოლოები და მაისურები ქალაქების დასახელებებით ფოტოგრაფ ფრანსუა პროსტის ობიექტივის მიღმა აღმოჩნდა.

 

კამპანიის ფარგლებში სპორტული ფეხსაცმლის ახალი დიზაინიც ვიხილეთ. Phantom - ასე ჰქვია Balenciaga-ს ფეხსაცმელს, რომელიც თეთრ, შავ, ნაცრისფერსა და ვარდისფერშია ხელმისაწვდომი და მის შესაქმნელად ტყავის ნაცვლად სპორტული ბადეა გამოყენებული

 

 

ფოტო: Balenciaga