პარიზში სულ ახლახან დასრულდა Balenciaga-ს 1937 წელს აგებული სალონის რენოვაცია, რომელმაც დღეს, 6 ივლისს ბრენდის 51-ე Couture ჩვენებას უმასპინძლა, კოლექციის დიზაინერი დემნა გვასალიაა. მაღალი მოდა Balenciaga-ს ერთგვარ საფუძველს წარმოადგენს, ბრენდი სწორედ ამ ტიპის კოლექციებით გახდა ცნობილი. როგორც Balenciaga-ს კომერციულმა დირექტორმა, სედრიკ შარბიმ განაცხადა, სწორედ ეს წარსულის დიდება დაუბრუნა ბრენდს დემნა გვასალიამ. ჩვენებას ესწრებოდნენ კარდაშიანების ოჯახის წევრები, რადგან კოლექციიდან ერთ-ერთი კაბა პოდიუმზე კიმ კარდაშიანმა წარმოადგინა, ის უკანასკნელ პერიოდში ხშირად თანამშრომლობს დემნა გვასალიასთან. ჩვენების ნახვა Balenciaga-ს ვებგვერდსა და Instagram-ზე ლაივსტრიმის საშუალებით იყო შესაძლებელი. 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

ფოტო: Balenciaga