ბალენსიაგას 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე ბრენდმა Lays-ის კარტოფილის ჩიპსის შეფუთვა ჩანთის სახით წარმოგვიდგინა, რომელიც სავარაუდოდ, სულ მალე გამოჩნდება ბალენსიაგას მაღაზიებშიც და მისი ღირებულება 1800 დოლარი იქნება. ტყავის ჩანთაზე, რომელზეც Lays-ის სამი სხვადასხვა პრინტია დატანილი, გამოსახულია თავად Balenciaga-ს წარწერა, ჩანთის შიდა ნაწილი კი, როგორც ჩიპსის ორიგინალი შეფუთვა, ამ შემთხვევაშიც ვერცხლისფერ დიზაინს იმეორებს.
ბალენსიაგასა და Lays-ის შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ვარაუდები პირველად ივნისში გავრცელდა, როცა ბელგიაში, ანტვერპენის სამეფო აკადემიაში კურსდამთავრებულთა ფინალურ შოუზე დემნა Lays-ის ჩიპსით ხელში გამოჩნდა.
ფოტო: lays, demnagram
დაწერე კომენტარი