ბრიტანული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტის, ვოგის მთავარი რედაქტორისა და საყოველთაოდ ცნობილი მოდის ჟურნალისტის  - ანა ვინტურის პერსონით შთაგონებული ფოტოები ლონდონის ქუჩებში გამოჩნდა. 10 Magazin-ის პროექტის ფარგლებში ფოტოსესია ბალენსიაგას ახალ კოლექციასა და ბერლინის ურბანულ გარემოს აერთიანებს.

გადაღების კრეატიული დირექტორი ბეტსი ჯონსონი გახლდათ, ფოტოგრაფი კი - რაფაელ ბლისი, რომელსაც აქამდეც არაერთხელ უმუშავია ბალენსიაგასთან სხვადასხვა პროექტებსა და გადაღებებზე. ავტობუსის გაჩერება, სანაგვე ურნა, ფოტოჯიხური, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ქუჩის კვების ობიექტები - ეს ის ძირითადი ლოკაციებია, სადაც მოდელმა ანა ვინტურიაა იმიჯით წარმოადგინა ბალენსიაგას კოლექცია.

 

1970-იან წლებში ანა ვინტური ნიუ იორკის ჟურნალებში -  Harper’s Bazaar და New York - მოდის რედაქტორად მუშაობდა. მოგვიანებით, ლონდონში დაბრუნდა და 1985-1987 წლებში ბრიტანული ვოგის რედაქტორი იყო. 1988 წლიდან დღემდე კი ამერიკული ვოგის მთავარი რედაქტორია. ანა მუდმივადაა ჩართული თანამედროვე პროცესებში, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს 10 Magazin-ის ახალი ფოტოპროექტი. 

 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი

ფოტო: Raphael Bliss