The Wonderful Story of Henry Sugar and Six More როალდ დალის მოთხრობების კრებულია, რომლის ეკრანიზაციაზეც ვეს ანდერსონი მუშაობს და ფილმი ბენედიქტ კამბერბეჩის, ბენ კინგსლის, რაფ ფაინსის, დევ პატელის და რიჩარდ აიოეიდის მონაწილეობით Netflix-ზე 13 ოქტომბერს გამოვა.  The Wonderful Story of Henry Sugar ჰენრი შუგარის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მოპარული მაგიური წიგნით მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლია და ამასთანავე “სუპერ მხედველობა” აქვს. აღსანიშნავია, რომ 37-წუთიანი ფილმი მთლიანად 16-მილიმეტრიან ფირის ვიდეკამერაზეა გადაღებული.