30 სექტემბრიდან კინოსამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული მარათონი, ვენეციის კინოფესტივალი აიღებს სტარტს. სცენარისტების გაფიცვებმა პროდუქციის წარმოება თუ სარეკლამო ტურები გაურკვეველი ვადით შეაფერხა, მათ შორის ფესტივალის ერთი-ერთი მთავარი და ყველაზე გახმაურებული ფილმის, ლუკა გუადანინოს Challengers-ის პრემიერამ 2024 წლისთვის გადაიწია, რამაც ვენეციის  მე-80 კინოფესტივალის ჩატარებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. თუმცა, ეჭვების მიუხედავად დაანონსებული თარიღი უცვლელია. ვენეციის კინოფესტივალი წელს კინომოყვარულებს არტჰაუს რელიზების შესანიშნავ შემადგენლობას წარუდგენს. მაგრამ, პარალელურად მიმდინარე გაფიცვების გამო მსახიობები პრემიერაზე დასასწრებად უარის თქმის უფლებას მიიღებენ. Hammock წარმოგიდგენთ ფილმებს, რომლებსაც ვენეციის კინოფესტივალზე შექმნილი აურზაურის მიუხედავად ყველაზე მეტად ველით. 

ezgif.com-webp-to-jpg (5).jpg 2.36 MB

Priscilla


ბაზ ლურმანის Elvis-ის პრემიერიდან ერთი წლის შემდეგ ვენეციის მე-80 კინოფესტივალზე სოფია კოპოლას Priscilla ბრუნდება. თუმცა, ამჯერად ყურადღების ცენტრში როკ-ენ-როლის მეფის, ელვის პრესლის, მეუღლე, პრისცილა პრესლი იქნება. 60-იანების გამორჩეული წყვილის ამბავს მაყურებელი სრულიად განსხვავებული რაკურსით ნახავს. ფილმში ხატად ქცეული ვარსკვლავური წყვილის როლებს ჯეიკობ ელორდი და კაილი სპანი ასრულებენ. 

Michael-Mann-Ferrari-Adam-Driver-1-Still-Publicity-EMBED-2022.jpeg 154.41 KB
Ferrari


ელვისისა და პრისცილას წყვილი 2023 წლის ვენეციის კინოფესტივალის ერთადერთი გამორჩეული წყვილი სულაც არ არის. მაიკლ მანის ბიოგრაფიულ ფილმში, Ferrari, ადამ დრაივერი და პენელოპა კრუზი ენცო და ლორა ფერარებს განასახიერებენ, წყვილს, რომელმაც ძვირადღირებული სპორტული მანქანების იმპერია შექმნა. ამერიკელი რეჟისორის ბოლო ათწლეულის ერთადერთი ფილმის სიუჟეტი ავტორისა და ჟურნალისტის, ბროკ იიტსის წიგნს - Enzo Ferrari  -  The Man, The Cars, The Races, The Machine ეფუძნება. ბიოკში ფოკუსი Mille Miglia-ს პრესტიჟულ რბოლაში Ferrari-ს საბედისწერო ჩართვაზე კეთდება.  1957 წელს ფერარის მანქანას ამ რბოლის დროს ალფონსო დე პორტაგო მართავდა. საბურავის აფეთქების შედეგად ავტომანქანა მაყურებელს დაეჯახა. ტრაგიკული ავარიისას ცხრა ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის - 5 ბავშვი და თავად პორტაგო. 

aaa bredli.png 430.07 KB
Maestro


ვენეციის კინოფესტივალი ბრედლი კუპერის პირველ რეჟისურულ მცდელობას მასპინძლობს. Maestro ფესტივალის კიდევ ერთი ბიოგრაფიული ფილმია, რომელიც ლეგენდარული დირიჟორის, ლეონარდ ბერნშტეინის ცხოვრებასა  და მის მეუღლესთან, ჩილელ-ამერიკელ მსახიობ ფელისია მონტეალეგრესთან 30-წლიან ქორწინებაზე გვიყვება. ფილმში მთავარ როლებს თავად ბრედლი კუპერი და ქერი მალიგანი ასრულებენ. 

ezgif.com-webp-to-jpg (6).jpg 211.5 KB

The Wonderful Story of Henry Sugar


კანის კინოფესტივალზე Asteroid City-ის დებიუტიდან ძალიან მალე უეს ანდერსონი კიდევ ერთი ევროპული ფესტივალის წითელ ხალიჩას ახალი პრემიერით უბრუნდება. როალდ დალის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით გადაღებული ფილმი კაცის შესახებ გვიყვება, რომელიც საკუთარი სიმდიდრით იმედგაცრუებულია. გასაკვირი სულაც არ არის, რომ ამერიკელი რეჟისორის ახალ ფილმში სრული ვარსკვლავთცვენაა - 37-წუთიანი ქრონომეტრაჟის მქონე ფილმში მთავარ როლებს ბენედიქტ ქამბერბეჩი, რალფ ფაინსი, დევ პატელი, რიჩარდ აიოდე და ბენ ქინგსლი ასრულებენ. 

ezgif.com-webp-to-jpg (7).jpg 132.96 KB
The Killer


 დევიდ ფინჩერის The Killer ფესტივალის კიდევ ერთი გახმაურებული ფილმია, რომელიც ალექსის ნოლენტისა და ლუკ ჯექამონის ამავე სახელწოდების მქონე გრაფიკულ რომანზეა დაფუძნებული. მკვლელობებითა და სისხლით გაჟღენთილ ტრილერში მაიკლ ფასბენდერი ცივსისხლიანი მკვლელის როლს ასრულებს. განმარტოებული ასასინი საკუთარ მომავალ სამიზნეს რაც უფრო დიდხანს აკვირდება, მით უფრო მეტად ფიქრობს, რომ გონებას კარგავს და სინდისის შეგრძნების გაჩენის ეშინია. 

images-original.png 9.45 MB


Poor Things


 The Favourite-ის შემდეგ ემა სტოუნი და იორგოს ლანთიმოსი სიურრეალისტური სამეცნიერო ფანტასტიკის გარშემო ერთიანდებიან. ახალგაზრდა ბელას (ემა სტოუნს) მისი მეურვე, დოქტორი გოდვინ ბაქსტერი (უილიამ დეფო) სიცოცხლეს უბრუნებს, სწორედ აქედან იწყება ეპიკური თავგადასავალი, რომელიც მე-19 საუკუნის ევროპაში ვითარდება. თავდაპირველად გულუბრყვილო ბელას მის გარშემო არსებული სამყაროს ნახვა სურს, თუმცა ბაქსტერის მფარველობის ქვეშ. მოგვიანებით კი მეტის ნახვის სურვილით შეპყრობილი ბელა დუნკან უედერბერნთან (მარკ რუფალო) ერთად გარბის და კონტინენტებზე მოგზაურობას იწყებს. 

L1170630_edit_6_R__1_.jpeg 77.06 KB


El Conde


სანამ კინოსამყარო ანჯელინა ჯოლის მიერ ეკრანებზე გაცოცხლებულ მარია კალასს იხილავს, პაბლო ლარანინი სამშობლოში შავი კომედიის გადასაღებად ბრუნდება, სადაც ჩილელი დიქტატორი, აუგუსტო პინოჩეტი 250 წლის ვამპირია, კონტინენტის სამხრეთში დანგრეულ სასახლეში ცხოვრობს, ბოროტებით იკვებება და ფაშიზმის მუდამ არსებული საფრთხის შესახსენებლად არსებობს.