David Koma-სა და Mach and Mach-ის შემდეგ Renaissance-ის მსოფლიო ტურის ფარგლებში ბიონსემ მესამე ქართული ბრენდის, Situationist-ის სამოსი მოირგო. ამერიკელი პოპ-მუსიკის ვარსკვლავის მუსიკალურ ტალანტსა და ქარიზმასთან ერთად თითოეული კონცერტის გამორჩეულ დეტალს სპეციალურად ტურისა თუ ცალკეული საღამოსათვის ცნობილი მოდის სახლების მიერ შექმნილი კოსტიუმები წარმოადგენს.
ბიონსეს სტილისტმა კარენ ლენგლიმ არიზონას კონცერტის გახსნის პერფორმანსისათვის ამჯერად არჩევანი კიდევ ერთ ქართულ ბრენდზე - SITUATIONIST-ზე შეაჩერა. ქართველმა დიზაინერმა, ირაკლი რუსაძემ ექსკლუზიური კოსტიუმი უკრაინულ ბრენდთან - YASPIS-თან კოლაბორაციით შექმნა.
ფოტო: Situationist, Beyonce
დაწერე კომენტარი