28 ივლისს თეკლა კიღურაძის და ნოდო უგულავას პირველი ერთობლივი გამოფენა - “მე ჩემს ყვავილში ვიმალები” გაიხსნა, რომელიც 20 აგვისტომდე გრძელდებოდა.
ხელოვანები თავიანთი ნამუშევრებით იკვლევენ ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი ელემენტების თანაარსებობას, ისევე როგორც კონტრასტს ცოცხალს და არაცოცხალს შორის, როგორიცაა ბეტონიდან აღმოცენებული მცენარე ან ადამიანი ინდუსტრიულ ჰაბიტატში.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები უშუალოდ საგამოფენო სივრცესთან საინტერესო დინამიკას ქმნიდა. ვრცელ დარბაზში სამი თეთრი კედელია აშენებული, რომელიც ტასო უგულავას სპეციალურად გამოფენისთვის დაწერილი ლექსებით დაიფარა.
გამოფენა “მე ჩემს ყვავილში ვიმალები” 28 ივლისს გაიხსნა და 20 აგვისტომდე გრძელდებოდა.
ფოტო: ტასო უგულავა
დაწერე კომენტარი