ცნობილმა მოდის ბრენდმა Balenciaga-მ 2020 წლის საშემოდგომო კამპანიის ახალი ვიდეორგოლი გაავრცელა.
ბრენდის ტანსაცმელსა და აქსესუარებში გამოწყობილი პერსონაჟები საყვარელ ადამიანებს ხვდებიან და ჩვენ კი მათ ბედნიერ მომენტებს ვხედავთ (მოხუცი წყვილი, რომელიც ცეკვავს; დედა-შვილის შეხვედრა კაფეში; გოგონა, რომელიც თავის შეყვარებულ გოგოს ტანსაცმლის შერჩევაში ეხმარება…)
ჩახუტება, მოფერება, ცრემლები და გულწრფელი ღიმილი, ნამდვილი გრძნობები და განცდები… ეს კარგად ჩანს Balenciaga-ს 3-წუთიან ვიდეორგოლში. ეს არის ულიმიტო, მრავალფეროვანი სიყვარულის პრეზენტაცია, იქნება ეს ახალგაზრდული თუ ასაკობრივი გრძნობები, დედაშვილური თუ ქვიარ სიყვარული… ვიდეო სრულდება წარწერით - LIVE TO LOVE (იცხოვრე სიყვარულისთვის) და ნამდვილი სიყვარულის და ბედნიერების განცდის იმედს ტოვებს.
დაწერე კომენტარი