გუშინ პარიზის მოდის კვირეულზე Situationist-ის 2024-25 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომლის წარმდგენი და სპონსორი Visa და SOLO იყვნენ.
მოდის სფეროში წარმატებულ ქართულ ბრენდებზე საუბრისას, SITUATIONIST ერთ-ერთი პირველია, რომელიც მოდის მოყვარულებს ახსენდებათ. ამის მიზეზი კი ბრენდის გამორჩეული იდენტობა, ღირებულებები და ადგილობრივთან ერთად, მნიშვნელოვანი საერთაშორისო წარმატებაა.
SITUATIONIST ქართველმა თვითნასწავლმა დიზაინერმა ირაკლი რუსაძემ 2017 წელს თბილისში დააფუძნა და ბრენდმა მსოფლიო ბაზარზე განსაკუთრებული ადგილი მალევე დაიმკვიდრა. SITUATIONIST-ის იდენტობა ტრადიციული ქართული მოტივებისა და თანამედროვე ხედვის საუცხოო სინთეზს ეფუძნება, რის გამოც ბრენდის უნიკალურ ხელწერას სხვებისგან მარტივად გამოარჩევთ.
ბრენდის მიზანი ისეთი სამოსისა და აქსესუარების დამზადებაა, რომლებიც დროს უძლებს და იმ ადამიანების ხასიათს გამოხატავს, ვინც მათ ტარებას გადაწყვეტს. ამას მოწმობს ის ყურადღება და ძალისხმევა, რომელსაც SITUATIONIST-ის გუნდი თითოეული ნივთის ყველა დეტალზე ხარჯავს. ბრენდი მასობრივ წარმოებაზე უარს ამბობს, რის გამოც ნებისმიერი ნივთი ატელიეში მზადდება და პროცესი თავიდან ბოლომდე განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშაა. SITUATIONIST მომხმარებლების ინდივიდუალურობაზეც ზრუნავს — მკერავები მათ მიერ დამზადებულ სამოსზე ყოველთვის ტოვებენ საკუთარ ხელწერას, კლიენტებს კი შეუძლიათ, რომ სასურველი სამოსისა თუ აქსესუარის ფერები და ქსოვილები თავად აირჩიონ და, ამგვარად, საკუთარი თავის გამოხატვა უკეთ შეძლონ.
SITUATIONIST-ისთვის რესურსების გონივრული მოხმარება და ნარჩენების შემცირება ერთ-ერთი პრიორიტეტია, რის გამოც სამოსისა და აქსესუარების დასამზადებლად საჭირო მასალას საწარმოებს ზუსტი რაოდენობით უკვეთავენ. აღსანიშნავია, რომ ტყავისაგან დამზადებულ ნებისმიერ ნივთს ვეგანური ალტერნატივაც აქვს.
სწორედ ამ ღირებულებებისა და უნიკალურობის დამსახურებაა ის, რომ SITUATIONIST-ს ქართული მოდის წარმომადგენლები და მოყვარულები კარგად იცნობენ. ბრენდი თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ხშირი მონაწილეა, თუმცა მისი აღიარება საქართველოს საზღვრებსაც სცდება. 2018 წლიდან SITUATIONIST პარიზის მოდის კვირეულის განრიგში და საერთაშორისო ყურადღების ცენტრშიცაა.
SITUATIONIST-ის 2024/2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია უნიკალური ქართული კულტურის შთაგონებით შეიკერა და მასში ტრადიციულ ელემენტებს თანამედროვე ხედვა ჰარმონიულად ერწყმის. კოლექციაში წარმოდგენილი სამოსის შესაქმნელად ქსოვის ტრადიციული მეთოდებია გამოყენებული და თითოეული დეტალი საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ერთგვარი ანარეკლია.
ბრენდის იდენტობასა და კოლექციაზე ქართული კულტურის უდიდეს გავლენას ხაზს ისიც უსვამს, რომ კოლექციის წარსადგენად ფოტოსესია საქართველოში, შთამბეჭდავი ბუნებისა და ისტორიული არქიტექტურის ფონზე წარიმართა. ფოტოებსა და ვიდეოებში ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის კარგად ნაცნობი ქართველი ხელოვანების, მონაწილეობა კი კოლექციას კიდევ უფრო ავთენტურსა და დასამახსოვრებელს ხდის.
SITUATIONIST-ის ახალი კოლექცია ნებისმიერი მნახველისთვის შთამბეჭდავი და დაუვიწყარი გამოცდილება იქნება. აღსანიშნავია, რომ პარიზის მოდის წლევანდელ კვირეულზე ბრენდის წარმდგენი და სპონსორია SOLO და Visa.
დაწერე კომენტარი