ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი Impact Hub Tbilisi-სა და Coda Story-ის მიერ 2019 წელს დაარსდა და ყოველწლიურად სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს აერთიანებს, რომლებიც შთამაგონებელ საინტერესო ამბებს და გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს გვიზიარებენ. პროფესიონალები წარმოადგენენ ისეთ სფეროებს, როგორებიცაა - კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, გარემოს დაცვა, ტექნოლოგიები.
წელს ფესტივალი 21-23 ივნისს ჩატარდება, ბილეთების შეძენა კი 30 აპრილიდან დაიწყება. თიბისი კონცეპტის Visa ბარათით გადახდისას, ბილეთებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.
გაგაცნობთ 5 სპიკერს, რომელთა გამოსვლაც არ უნდა გამოტოვოთ ZEG ფესტივალზე. აარონ რასმუსენი
აარონ რასმუსენი გამომგონებელი, მეწარმე და კომპიუტერული თამაშების დეველოპერია, რომელსაც უკავშირდება საგანმანათლებლო პლატფორმების - MasterClass და Outlier.org-ის შექმნა. მისი პლატფორმა ცნობილია მთელ მსოფლიოში, აერთიანებს სხვადასხვა სფეროს წარმატებულ ადამიანებს, რომლებიც მომხმარებლებს ცოდნას, გამოცდილებასა და მუშაობის ტექნიკას უზიარებენ. რასმუსენსი ასევე არის მრავალი ჯილდოს მფლობელი ვიდეოთამაშის, BlindSide-ის შემქმნელი, USMechatronics და Harcos Laboratories-ის თანადამფუძნებელი, რომელიც აწარმოებს კოფეინის შემცველ პროდუქტებს. ადამ პინკუსი
ადამ პინკუსი არის პროდიუსერი და დამოუკიდებელი სტუდიის ხელმძღვანელი, ქმნის აუდიო და ციფრულ კონტენტს, ნარატიულ და დოკუმენტურ ფილმებს, მიღებული აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ჯილდოები, როგორიცაა Peabody, Emmy, Webby, BDA Gold სამაუწყებლო დიზაინისთვის. 2019 წელს პინკუსმა დააარსა Best Case Studios, ნარატიული აუდიოსერიების, ფილმების სტუდია, რომლის ფარგლებშიც შექმნა ორი ინოვაციური პოდკასტ ფილმი C13Features-ისთვის. მისი პროექტები ნომინირებულია Gotham-სა და Independent Spirit-ზე.ჯო საბია
ჯო საბია ხელმძღვანელობს გლობალური მედიაკომპანიის - Conde Nast Entertainment-ის ციფრული არხების კრეატიულ განვითარებას, მას უკავშირდება Vogue-სთვის პოპულარული ვიდეოსერიის - 73 Questions-ის შექმნა, რომელმაც მოიპოვა 400 მილიონი ნახვა, არის ციფრული ლაბორატორიის დამფუძნებელი HBO-ში, The Moth-ის პროგრამირების საბჭოს წევრი და YouTube არხის "CDZA"-ის თანადამფუძნებელი, აქვს მუშაობის გამოცდილება ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა - Google, CFDA Fashion Awards, Interscope Records, BBC America, Comcast, ATT.Bao Nguyen
Bao Nguyen ვიეტნამელ-ამერიკელი, Emmy-ზე ნომინირებული კინორეჟისორია, რომლის ნამუშევრებს შეხვდებით HBO-ზე, Netflix-ზე, New York Times-სა და ESPN-ზე. Bao Nguyen-მა გადაიღო დოკუმენტური ფილმი ბრიუს ლის ცხოვრებასა და მოგზაურობაზე, სახელწოდებით Be Water. მისი უახლესი ფილმია - The Greatest Night in Pop, რომლის მსოფლიო პრემიერა 2024 წლის სანდენსის კინოფესტივალზე შედგა, მხატვრული დოკუმენტური ფილმი გლობალური ჰიტის, "We Are the World"-ის შექმნის შესახებ მოგვითხრობს.
Bao Nguyen ასევე არის ვიეტნამში დაფუძნებული საპროდიუსერო კომპანიის - EAST Films-ის პარტნიორი, რომლის მიზანია ვიეტნამური კინოს მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაცია.Molly Crabapple
Molly Crabapple არის ამერიკელი არტისტი და მწერალი, რომელსაც ეკუთვნის ისეთი წიგნები და ილუსტრირებული მემუარები, როგორებიცაა Drawing Blood, Discordia, Devil in the Details და Week in Hell. ასევე არის Brothers of the Gun-ის თანაავტორი, რომლის ფარგლებშიც ითანამშრომლა სირიის ომის ჟურნალისტ მარვან ჰიშამთან. მისი ნამუშევრები ინახება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის, The Barjeel Art Foundation-ისა და ნიუ-იორკის Historical Society-ის მუდმივ კოლექციებში. მის რეპორტაჟებს შეხვდებით New York Times-ში, New York Review of Books-ში, The Paris Review-ში, Vanity Fair-ში, The Guardian-სა და The New Yorker-ში.
დაწერე კომენტარი