♻️ წარმოგიდგენთ Hammock Magazine-ის კოლაბორაციას Tatuna-სთან და SOCAR Georgia Petroleum-თან. ეს არის პროექტი, რომელიც მოდას, ენერგეტიკასა და მდგრადი განვითარების იდეას ერთ კონცეფციაში აერთიანებს. აღნიშნული ინიციატივა აჩვენებს, როგორ შეიძლება სხვადასხვა სფეროს შერწყმამ შექმნას ეკოლოგიურად გააზრებული და ესთეტიკურად ძლიერი ნარატივი.
📷 ფოტოსესიაში, რომელიც ფოტოგრაფმა ლეკო ჭყონიამ გადაიღო, მოდელებს დიზაინერ ტატუნა ნიკოლეიშვილის სამოსი აცვიათ. თითოეული ლუქი შექმნილია ძველი კოლექციების ნაჭრების გადამუშავებით და წარმოადგენს მდგრადი მოდის კონცეფციის ნათელ მაგალითს - სადაც კრეატიულობა და პასუხისმგებლობა ერთიანდება.
⚡️ფოტოსესია განხორციელდა ამიერკავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამუხტვის სადგურზე, რომელიც SOCAR Georgia Petroleum-მა ოფიციალურად დღეს გახსნა - სივრცეში, სადაც ინოვაცია და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა ყოველდღიურ რეალობად იქცევა.









დაწერე კომენტარი