ჰოგვორტსის ახალი ეპოქა იწყება - HBO ჰარი პოტერის სერიალის პირველ თიზერს აქვეყნებს, მაყურებელი კი ჯადოსნურ სამყაროში კიდევ ერთხელ იმოგზაურებს. "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" ეკრანებზე 2026 წლის ბოლოს გაცოცხლდება, როგორც HBO წერს, მას შობის დღესასწაულზე ვიხილავთ. სერიალი ჯოან როულინგის წიგნების ადაპტაციას გვპირდება და თითოეული სეზონი როულინგის თითო წიგნს მიეძღვნება, შესაბამისად, პროექტი ხანგრძლივი და მეტად მრავალფეროვანი იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯოან როულინგი ახალი სერიალის ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერია.
სერიალის გადაღებები 2025 წლის ივლისში დაიწყო. მთავარი გმირის - ჰარი პოტერის როლს დომინიკ მაკლაფლინი ასრულებს, მისი მეგობრების, ჰერმიონ გრეინჯერის და რონ უიზლის როლებს კი მსახიობები არაბელა სტენტონი და ალასტერ სტაუტი შეასრულებენ. სერიალი მიზნად ისახავს კინო ადაპტაციებზე მეტად შეისწავლოს და სიღრმისეულად გაშალოს როულინგის წიგნები. სერიებში თითოეული მოვლენა, ჰოგვორტსის და პერსონაჟების ცხოვრება დეტალურად იქნება ნაჩვენები.
დაწერე კომენტარი