Balenciaga-ს 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის გამორჩეული ნაწილი - We Are Pink სპეციალურად მკერდის კიბოს პრევენციისთვის ჩატარებული გამოკვლევის მხარდასაჭერად შეიქმნა, რომლის შემოსავლის 10% სწორედ ამ მიზანს მოხმარდება.

კოლექციაზე ქალისა და მამაკაცის აქსესუარები და სამოსია წარდგენილი, რომლის დიზაინიც ვარდისფერი ლენტის გამოსახულებისა და კოლექციის სლოგანისგან შედგება - We Are Pink.


კოლექცია მყიდველისთვის პირველი ოქტომბრიდანაა ხელმისაწვდომი -  შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე მაღაზიებში.