2020 წლის ბალენსიაგას გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის შემდეგ, რომელიც დემნა გვასალიამ გაეროს საპარლამენტო ასამბლეის მსგავს, ლურჯ ოვალურ სივრცეში სხვადასხვა პოლიტიკური სიმბოლოებით წარმოგვიდგინა, Balenciaga-მ გუშინ ტვიტერის პირდაპირი ეთერის რეჟიმში 2020 წლის ზაფხულის კოლეციის სარეკლამო კამპანიაც გვიჩვენა.
მოფლიოში მიდინარე პოლიტიკური ქაოსი დემნა გვასალიას შემოქმედებაში კვლავ მთავარი შთაგონების წყაროა. პოლიტიკოსების ბანალური და ხშირ შემთხვევაში არაფრის მთქმელი ლოზუნგები, ისეთები როგორებიცაა: We vote for tomorow, Love is For everyone და Power Of Dreams დემნამ საკუთარი კოლექციის ფოტოსესიაში გამოიყენა. ფოტოები ლოურენს ჩაპერონს, პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური კამპანიების გადაღებით სახელგანთქმულ ფოტოგრაფს გადააღებინა და ამით თავის შემოქმედებაში სატირის ჯერჯერობით ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
გუშინ საღამოს გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში კი, თავიდან ბოლომდე ბალენსიაგას ახალ კოლექციაში შემოსილი წამყვანები და ჟურნალისტები ვიხილეთ. Wolf Eyes-ის დაძაბული მუსიკის ფონზე მიმდინარე ახალი ამბების გამოშვება, თავისი აპოკალიფსური სცენარით და დამაინტრიგებელი სათაურებით: "სად მისი წყალი", "კამპანია იწყება" "ქვეითები დაბრუნდნენ", რა თქმა უნდა, ისევ და ისევ სატირას ემსახურება, თუმცა დანამდვილებით ჯერ ვერ ვამბობთ, ვინ ან რა არის დემნა გვასალიას მორიგი სამიზნე, ჯობს უკვე დაწყებული კამპანიის შემდეგ ეთერს დაველოდოთ.
დაწერე კომენტარი