ორიანები და ნულები... წელს საკუთარ თავში ვიმოგზაურე. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდობის მერე არ შევცვლილვარ. სიმარტივე კვლავ მაძრწუნებს, ჩემი კომფორტის ზონა კვლავ სწორი ხაზებისგან შედგება, პრიმიტიული ფერები კვლავ მბურძგლავს. და მაინც, მიუხედავად ამისა, საკუთარ თავს ყოველდღიურად სრულიად საპირისპირო ადგილას ვპოულობ - აურზაური, ასიმეტრია, ნახევარი ზომები. საინტერესოა...


მამაჩემი და დედაჩემი ექიმები არიან, მე კი პროტესტის გრძნობით სამართლის სფერო ავირჩიე. საბედნიეროდ, მალევე მივხვდი, რომ ადვოკატები მხოლოდ გარეგნობით მომწონს. ამიტომაც, ერთ დილას დავტოვე Erlangen, სადაც გერმანულს ვსწავლობდი. მიუნხენში ESMOD-ის ღია კარის დღეს დავესწარი და იმავე წამს მოდის სამყაროთი აღფრთოვანებული დავრჩი. ამ  საიდუმლოს დიდხანს  ვერ შევინახავდი, ჩემი მშობლები გაკვირვებულები დარჩნენ, მაგრამ გვერდში დამიდგნენ.

ქართული სტანდარტებით საკმაოდ მაღალი ვარ. ჩემთვის 30 წლის წინ თბილისში გაზრდა მხოლოდ L32 შარვლის ტარებას ნიშნავდა, ისიც კოჭებს ძლივს მიფარავდა, ამაზე კი ხშირად დამცინოდნენ. ბავშვობიდან ჩემს ოცნებას სათანადო ტანსაცმლის ქონა წარმოადგენდა. ESMOD-ის ღია კარის დღის შემდეგ სწორედ ამ ოცნების ასრულება დავიწყე, შევქმენი ექვსი ლამაზი და გრძელი შარვალი. ერთი წყვილი კვლავ მაქვს. 

მას შემდეგ, რაც პარიზში გადაყვანაზე თანხმობა მივიღე, გავაანალიზე, რომ ფრანგულად არ ვლაპარაკობდი. ეს შოკის მომგვრელი იყო, ყოველთვის ვფიქრობდი, “comme ci, comme ça”-თი ჩემს საუბარს შევავსებდი. არ გამოვიდა. 

პარიზის წლები წარმოუდგენელი იყო - საუკეთესო ადგილია მოდის ფაკულტეტის სტუდენტისთვის. ერთადერთი მინუსი ისაა, რომ ამ დრომ თვალის დახამხამებაში ჩაიარა. 

ამ სრული სიგიჟის შემდეგ თბილისში 2002 წელს დავბრუნდი, თითქოს პარაშუტი, როგორც იქნა, გაიხსნა. რამდენიმე თვის განმავლობაში ვმერყეობდი, შემდეგ ბიზნესის წამოწყება გადავწყვიტე. 

მამაჩემს პატარა სივრცე ჰქონდა, რომელიც გადმომცა და სახელოსნოდ მოვაწყვე, სახელწოდებით - INGOROKVA. კვლავ იმ ადამიანებთან ერთად ვმუშაობ, ვისთანაც დავიწყე. ოცწლიანი თანამშრომლობის მანძილზე ჩვენ ბევრი რამ განვიცადეთ, კარგიც და ცუდიც. ამ დროის განმავლობაში კი ყოველთვის ერთმანეთის ერთგულნი ვიყავით, ისე როგორც კარგ ოჯახს შეეფერება. 

სუსტი ადამიანისთვის დიზაინერად ყოფნა ქვეყანაში, სადაც მოდის სფერო არ არსებობს, მარტივი საქმე არაა. მაგრამ მე ახალგაზრდა და ენთუზიაზმით სავსე ვიყავი. რადგან მოდის სფერო საქართველოში არ არსებობდა, ჩემი პირველი შოუ თეატრში გაიმართა. დიდი წარმატება იყო, ტელევიზიითაც კი აჩვენეს.

უამრავი ტანსაცმლის, შოუებისა და სამი შვილის შემდეგ ვდგავარ სარკის წინ, ჩემს საოცნებო შარვალში, საკუთარ თავს ყველა იმ ქალთან ვაიდენტიფიცირებ, ვისთვისაც ტანსაცმელი შემიქმნია და თავს ასე თავისუფლად ვგრძნობ. იყო თავისუფალი ნიშნავს, იყო საკუთარი თავი, რომელიც ძნელად აღმოსაჩენია.

ორიანები და ნულები. გმადლობთ, რომ დამიბრუნეთ სიცოცხლე.