ახლა მოდის ისტორიაში სწორედ ის დროა, როცა საკუთარ თავს, ჩვენს გონებასა და მემკვიდრეობას უნდა ჩავუღრმავდეთ, რადგან ჩვენი სამყაროსთვის ახალი და სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ.
„ჩვენ ძალიან პატარა კოლექტივი ვართ და ყველაფერი ჩვენი ძვირფასი თანამშრომლების ხელებით კეთდება, არსებული ვითარების გამო, კომუნიკაცია და ერთად ყოფნა ასეთი მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა, გადავხედეთ ჩვენს ძველ კოლექციებს, დავაფასეთ ჩვენი ნამუშევრები და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობენ და თავს არასოდეს ზოგავენ“, - აცხადებს SITUATIONIST თავისი 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის წარდგენისას.
გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ინსპირაცია საქართველოს დედაქალაქი - თბილისი იყო, ადგილი, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურები ერთმანეთს ერწყმის და ქართული ჩაცმის ელეგანტურ სტილს ყველაზე კარგად აღწერს. კოლექცია ყველა ადამიანისთვის ძალიან მგრძნობიარე და პირადულია, რომელიც ამავდროულად, იმედისმომცემიც შეიძლება იყოს.
თითოეული სამოსი ინდივიდუალური ზომიერებით არის შექმნილი. ბრენდის წარსულმა და ძველმა კოლექციებმა დიდი ყურადღება მიიქცია, ამის შედეგად კი ძველი მეთოდები და მივიწყებული ტექნიკები განახლდა.
დაწერე კომენტარი