MUZARADI-ის SS2021 კოლექცია საინტერესო ისტორიებს გვიყვება, რომელიც ტრადიციულსა და თანამედროვეს, ძველსა და ახალს, წარსულს თუ მომავალს ერთ სივრცეში აერთიანებს. როგორ ხდება ეს სინქრონიზაცია? როგორ გავხადოთ ისტორიის გადმონაშთი აქტუალური, პრაქტიკული და სასურველი? როგორ ვუმკლავდებით მუსიკის, ხელოვნების, მოდის და ისტორიის კომბინაციის დახმარებით ამ გაურკვეველ და რთულ ვითარებას? სად გადის ზღვარი ხილულ და უხილავ თავდაცვას შორის? პასუხი მარტივია - ზუსტად აქ, სადაც ჩვენ მუსიკით, ხელოვნების ულამაზესი საგნებით, უამრავი კაშკაშა ნათებითა და Muzaradi-ით ვიქნებით გარშემორტყმული”. - აცხადებს ბრენდი MUZARADI.
მუსიკა, რომელიც კოლექციის დროს გაიჟღერებს, კლასიკურისა და თანამედროვე ელექტრონული ჰანგების ნაზავს მოიცავს. შემსრულებლები კი ელექტრონული მუსიკის პიონერები საქართველოში და კლასიკური მუსიკის თანამედროვე ლეგენდები - Zagareli & Strings, ნიკა მაჩაიძე და ტუსია ბერიძე არიან, რომლებიც კოლექციის ჯადოსნური მელოდიებით გაფორმებისთვის ბრენდთან MUZARADI აქტიურად თანამშრომლობდნენ.
დაწერე კომენტარი