Tamra-ს 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის პრეზენტაცია მოკლე ვიდეონამუშევრის ფორმატით გაიმართა, რომელსაც „მენტალური ობიექტები“ ეწოდა.

როგორც ყოველთვის, ბრენდის ნამუშევარი სხვადასხვა მულტიმედიურ მიმართულებას მოიცავს: მოდა, ხმის დიზაინი, მუსიკა, გრაფიკული დიზაინი და სხვა.


კოლექციას საფუძვლად უდევს ტრადიციული ნიღბებისა და თანამედროვე ყოველდღიური სამოსის შერწყმა. 

ეს არის ჩვენი მომავლის მარტივი ხედვა პოსტპანდემიურ სივრცეში: ჩვენმა სახეებმა და იდენტობამ დაკარგა თავისი ფასი, ხოლო ტანსაცმელმა, რომელიც ფარავს ჩვენს სხეულსა და სახეს, უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.