დათუნა სულიკაშვილი ის დიზაინერია, რომელიც მუდმივად ჩართულია სხვადასხვა სოციალურ საკითხში. მამაკაცის ტანსაცმლით შთაგონებული 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის ხაზის უკანაც მნიშვნელოვანი გზავნილი იმალება. ეს არის ძალა იმ ქალებისთვის, რომლებიც ხმას იმაღლებენ და ძლიერდებიან. ეს კოლექცია მაგალითია იმისა, თუ როგორ ანახლებენ ქალბატონები გარდერობს მამაკაცის ტანსაცმლის ელემენტებით.
ამავე დროს ქალურობა, ფერი და ხარისხიც ამ ხაზის ნაწილია. კოლექცია გამოირჩევა ხელით ნაქარგი დეტალების სიმრავლით, ორიგამის ნაკეცებით, რაც წარმოადგენს დათუნას იდეას სტილის მაღალი სტანდარტების შესახებ. თეთრსა და შავ ფერებში გადაწყვეტილ ტანსაცმელს თან ახლავს ფუქსიის დეტალები. ტექსტურა დიზაინერის კოლექციაში ყოველთვის მთავარ როლს ასრულებს: აბრეშუმი, ხავერდი, ორგანზა, ტყავი და ზამში. აქსესუარები ტყავის ჩანთებთან და ვერცხლის სამკაულებთან ერთად საბოლოო ელფერს ანიჭებს დიზაინერის შემოქმედებას. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც ხაზის განუყოფელი ნაწილია, ქმნის ბალანსს მამაკაცურსა და ქალურს შორის.
დაწერე კომენტარი