6 დეკემბერს Balenciaga ვიდეოთამაშს - Afterworld: The Age of Tomorrow გამოუშვებს, რომელშიც დემნა გვასალიას 2021 წლის შემოდგომის კოლექცია იქნება წარმოდგენილი.
თამაში თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით ოდესმე განხორციელებული ვიდეოპროექტებიდან ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითია. თამაშის მთავარი პერსონაჟი სხვადასხვა სივრცეში დავალებების შესასრულებლად მოძრაობს. Afterworld-ის ნარატივი წარსულ მითოლოგიაზეა დაყრდნობილი, თუმცა მომავლის გამოსახულებებითაც მდიდარია.
ეს ორიგინალური ფორმატი დემნა გვასალიასთვის ტრადიციული მოდის ჩვენების ჩამნაცვლებელი ალტერნატივაა. Balenciaga-ს კოლექციის ჩვენებას დემნა პოდიუმზე ივლისში გეგმავს, მანამდე კი კორონავირუსის შეზღუდვების გამო, განსხვავებული გზების ძიება უწევს.
დაწერე კომენტარი