Priscilla სოფია კოპოლას A24-თან თანამშრომლობით გადაღებული ახალი ფილმია, რომელშიც მთავარ როლებს ქეილი სპენი (Cailee Spaeny) და ჯეიკობ ელორდი ასრულებენ.
ფილმის სიუჟეტი ელვის პრესლის და პრისცილას საიდუმლო ქორწინების შესახებ მოგვითხრობს და პრისცილას 1985 ავტობიოგრაფიულ ნოველას - Elvis and Me-ის ეყრდნობა.
ფილმზე საუბრისას რეჟისორმა სოფია კოპოლამ განაცხადა, რომ პრისცილას ავტობიგრაფია მისთვის ძალიან საინტერესო იყო: “უბრალოდ ძალიან მაინტერესებდა პრისცილას ისტორია და მისი პერსპექტივა იმის შესახებ, თუ როგორი იყო თინეიჯერობა გრეისლენდში. მარია ანტუანეტას მსგავსად, პრისცილა ქალად ძალიან უცნაური, გახმაურებული მოვლენების ფონზე ყალიბდებოდა”. აღსანიშნავია, რომ ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი, სოფია კოპოლასთან ერთად, თვითონ პრისცილა პრესლიც არის.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერის ზუსტი თარიღი უცნობია, Priscilla-ს კინოთეატრებში ოქტომბერში ვიხილავთ.
ავტორი: ტატო ანთაძე
ფოტო: A24
დაწერე კომენტარი