Louis Vuitton-მა სლიმ აარონსის იტალიის სანაპირო კურორტებზე გადაღებული ფოტოების კრებული გამოუშვა, რომელიც ფოტოგრაფის 60-იანი და 80-იანი წლების ნამუშევრებს მოიცავს. 

აარონსის ფოტოების კრებული, Louis Vuitton-მა Les Rencontres de la Photographie-ის ფესტივალზე Fashion Eye Series სერიის ფარგლებში წარმოადგინა. 


Fashion Eye Series მოდის სახლის უახლესი ფოტოპროექტია, რომელიც ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრებს ერთი თემატიკის მიხედვით აერთიანებს: თითოეული ფოტოწიგნი კონკრეტულ ადგილს ეძღვნება, იქნება ეს ქალაქი, ქვეყანა თუ რომელიმე სანაპირო.


ფოტო: Louis Vuitton, Slim Aarons