2014 წელს ჩინეთის ადმინისტრაციულ რეგიონში, მაკაუში დაფუძნებულმა SJM Resorts-მა ლეგენდარულ გერმანელ დიზაინერს, კარლ ლაგერფელდს სასტუმროს დიზაინის შექმნა შესთავაზა. დიზაინერი აღფრთოვანებით შეხვდა პროექტის განხორციელების იდეას და თავისი ყველაზე თამამი წარმოსახვის რეალობად ქცევას შეუდგა. იგი მტკიცედ ამბობდა, რომ არასდროს შექმნიდა სივრცეს, სადაც თავად ცხოვრებას არ მოისურვებდა. მიუხედავად იმისა, რომ ლაგერფელდი სასტუმროს არასდროს სწვევია, ამას ხელი არ შეუშლია შემოქმედებითი ვალდებულებისა და დასახული იდეის პირნათლად შესრულებაში, ამიტომ ონლაინ სივრცის დახმარებით, რომელსაც გეოგრაფიული საზღვრები და დროის სარტყელი არ გააჩნია, წარმოსახვის თითოეულ დეტალს სასტუმროს ინტერიერის ნაწილად აქცევდა.

tkl_lobby_3 copy-min.jpeg 518.94 KB
ალბათ, არავინ იცნობდა კარლ ლაგერფელს ქეროლაინ ლებარზე უკეთ, ადამიანზე, რომელიც თითქმის 4 ათწლეულის განმავლობაში გერმანელი დიზაინერის თვალები და ყურები იყო. უკანასკნელი პროექტზე მუშაობის დროსაც კომუნიკაციის უფროსი მთლიანად ჩართული იყო საქმეში. მოგვიანებით, 2019 წელს, ლაგერფელდის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ლებარმა ჟურნალი წარმოადგინა, სადაც დიზაინერის წარმოსახვისა და აზროვნების უდიდესი ნაწილი იყო გადმოცემული, ჟურნალის პირველ გვერდზე კი კარლი წერდა: მე-18 და მე-20 საუკუნეებში ჩინურმა ხელოვნებამ უდიდესი გავლენა იქონია ევროპულ დიზაინზე, ამან კი თავის მხრივ არტდეკოს პერიოდის თანამედროვეობაზე პოვა ასახვა… ვფიქრობ, რომ სასტუმრო ამ ყველაფრის ნაზავი უნდა იყოს.
The Book Lounge - interior_batch4-min.jpeg 256.45 KB

  კარლ ლაგერფელდი სასტუმროს თითოეული დეტალსა და კუთხე-კუნჭულს დიდი რუდუნებით ქმნიდა. თუმცა, გრანდიოზული სასტუმროს უმთავრეს დეტალს 4 ათასი, თავად დიზაინერის მიერ შერჩეული წიგნით გაფორმებული ბიბლიოთეკა წარმოადგენს. ანბანური თანმიმდევრობით განლაგებული წიგნები ერთდროულად ფრანგული და ამავდროულად, აზიური კულტურისა და ხელოვნების შერწყმას წარმოადგენს. ლაქირებული შავი, პრიალა თეთრი და ცქრიალა ოქროთი დაფარული სახელგანთქმული სასტუმრო 270-ზე მეტ ოთახს ითვლის.  ჩინური, მინგის დინასტიის ეპოქით შთაგონებული ავეჯი და მთვარის კარიბჭის ფორმის კედლები ამ ქვეყნის ტრადიციებს ეხმიანება. თითოეული ნომრის კარი წითელი ფერისაა, რაც ჩინურ კულტურაში იღბლის სიმბოლოს წარმოადგენს. ასევე, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს რესტორანი მიშლენის ვარსკვლავის მქონე შეფმზარეულის, ხოსე ავილეზის განკარგულებაშია.

TKL_pool_2 copy-min.jpeg 180.7 KB
2019 წელს, გერმანელი დიზაინერის გარდაცვალების შემდეგ, მაკაუში მდებარე მდიდრული სასტუმროს მშენებლობა ზუსტად ისე გაგრძელდა, როგორც ეს ლაგერფელდს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა მხოლოდ ერთი ცვლილებით - ქეროლაინ ლებარმა ვერსალის პრეზიდენტ კეტრინ პეგარდთან თანამშრომლობით ინტერიერში ვერსალის სასახლის ჩარჩოს პრინტები გამოიყენა. როგორც დიზაინერის ერთგული მარჯვენა ხელი აღნიშნავს, კარლი მუდმივად იყო გატაცებული მე-17 - მე-18 საუკუნეების ისტორიით, განსაკუთრებით  საფრანგეთის ამ ერთ-ერთი უდიდესი ღირსშესანიშნაობით, რომელსაც შთაგონებისათვის ხშირად სტუმრობდა.
08_經典套房 Ikonik Suite1_revised-min.jpeg 496.71 KB
კარლ ლაგერფელდის მიერ კონცეფციის შემუშავებიდან სასტუმროს კარის ოფიციალურად გაღებამდე თითქმის 10 წელი გავიდა. 2019 წელს კოვიდ 19-ის პანდემიამ მუშაობის პროცესი თითქმის მთლიანად შეაჩერა, მაგრამ ლეგენდარული გერმანელი დიზაინერის სიცოცხლის უკანასკნელი პროექტი, მისთვის დამახასიათებელი სითამამით, კომპლექსურობითა და ელეგანტურობით  გამდიდრებული  - THE KARL LAGERFELD MACAU, რომელიც  დასავლურ და აღმოსავლურ ესთეტიკას აერთიანებს, სამყარომ 2023 წელს იხილა.


 ფოტო: KARL LAGERFELD