The Why Not Gallery-ში ლუკ ბარტონის პირველი პერსონალური გამოფენა - Father Tongue 21 ივლისს გაიხსნა და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ ქაღალდსა და მინანქარზე შესრულებული ნამუშევრები.
ბარტონისთვის დამახასიათებელი ხელწერა მისი კომპლექსური ორნამენტებია, რომლითაც არტისტი ცნებების და შთაგონების გობელენებს ქმნის. გამოფენილ ნამუშევრებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყურძნის მტევნის ფორმა, რომელიც ბარტონის შემოქმედებაში განმეორებითი მოტივია.
აღსანიშნავია, რომ ბარტონის შემოქმედება სხვადასხვა ისტორიულ სტილში შესრულებულ მრავალფეროვან კომპოზიციებს აერთიანებს, იქნება ეს ნატურმორტი, პორტრეტები თუ პეიზაჟები. ბარტონის ყურძენი ხშირად უჩვეულ ფორმას იღებს და დაუმთავრებელ სიტყვებად ან ასოებად გარდაიქმნება.
ფოტო: სერა ძნელაძე
დაწერე კომენტარი