86 წლის ინგლისელი მხატვრის შემოქმედება პოპ-არტს, თანამედროვე ხელოვნებასა და კუბიზმს მოიცავს. მისი ფუნჯის მიერ შექმნილ მრავალფეროვან ნამუშევრებს 29 წლის ბრიტანელი მომღერლისა და მსახიობის, ჰარი სტაილსის პორტრეტიც შეუერთდა. მაისში სტაილსი ლეგენდარულ მხატვარს ნორმანდიაში, სინათლით სავსე სტუდიაში ესტუმრა და ნატურის ამპლუაც მოირგო. როგორც აღმოჩნდა, ინგლისელ მხატვარს ჰარი სტაილსის პოპულარობის შესახებ ბევრი არაფერი სმენია, თუმცა თავად სტაილსი დევიდ ჰოკნის შემოქმედების დიდი გულშემატკივარია.
ნაქსოვ, ყვითელ და ნარინჯისფერ ზოლებში გაფორმებულ სვიტერსა და ჯინსში გამოწყობილ ჰარის პორტრეტს ჰოკნი 2 დღის განმავლობაში ქმნიდა. მისი მიზანი მოლბერტის წინ მჯდარი ადამიანის არსის დაფიქსირება იყო. ჰარი სტაილსის დევიდ ჰოკნის მიერ შექმნილი პორტრეტი მხატვრის სხვა ნამუშევრებთან ერთად ეროვნული პორტრეტების გალერეაში იქნება წარმოდგენილი. გამოფენა პირველად 2020 წლის თებერვალში გაიხსნა და პანდემიის გამო მხოლოდ 2 კვირაში დაიხურა. 3 წლის შემდეგ გამოფენა მნახველებისათვის კიდევ ერთხელ, 2 ნოემბერს დაბრუნდება, ჰარი სტაილსის პორტრეტი კი დევიდ ჰოკნის უკვდავ ნამუშევრებს შორის გალერეის კედლებზე დაიმკვიდრებს ადგილს.
ფოტო: British Vogue
დაწერე კომენტარი