ლენი კრავიცის მაიამის რეზიდენციის მშენებლობა, რომელზეც Architropolis-ის არქიტექტორები მუშაობდნენ, 1999 წლის მიწურულს დასრულდა. შენობის ფასადი, ისევე როგორც ინტერიერი 60-იანების და 70-იანების რეტრო-ფუტურიზმით, კერძოდ კი ლეგენდარული დანიელი არქიტექტორის, ვერნერ პანტონის შემოქმედებით არის შთაგონებული.
კრავიცის მაიამის რეზიდენცია სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმის გარემოს ჰგავს და თავისი ამრეკლავი ზედაპირებით - ნეონის განათებებით დაფარული ექსტრავაგანტური ინტერიერის დიზაინით რეალობას და ფანტასტიკას შორის ზღვარს შლის.
წითელი მისაღები ოთახი, კრავიცის თქმით, ისე იყო დაგეგმილი, რომ თან ერთგვარი ღამის კლუბი ყოფილიყო. სახლის დანარჩენი ოთახები ერთმანეთთან წრიული კორიდორითაა დაკავშირებული. კრავიცის სახლში ყველა ოთახს ინოვაციური დიზაინი აქვს, განსაკუთრებით საინტერესოა ეგრეთ წოდებული “სასაუბრო ოთახი”, სადაც ტალღოვანი ფორმის ავეჯი თითქოს იატაკიდან არის ამოზრდილი.
კრავიცის სახლი 2000-იანებში გადასაღები მოედანი იყო ბრიტნი სპირსის Oops-ის მუსიკალური კლიპისთვის და სწორედ აქაა გადაღებული რამდენიმე სცენა ბენ სტილერის Zoolander-იდან.
ფოტო: y2K Aesthetic Institute
დაწერე კომენტარი