ამერიკელი არტისტი და დიზაინერი, ბრაინ დონელი, სასცენო სახელით KAWS, ჰონგ-კონგის კრეატიულ სტუდიასთან, AllRightsReserved-ისთან კოლაბორაციით კიდევ ერთხელ წარდგა აუდიტორიის წინაშე. დიდი ხნის პარტნიორებმა სკულპტურა, სახელწოდებით ACCOMPLICE პრამბანანში - ინდონეზიის უდიდესი ჰინდუს ტაძრის კომპლექსში წარმოადგინეს. ტურის მეათე გაჩერებად შერჩეული მე-9 საუკუნეში აგებული ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაშია შესული. KAWS-ისა და AllRightsReserved-ის კოლაბორაცია უძველესი ხელოვნების თანამედროვე ხელოვნებასთან ექსკლუზიურ სინთეზს წარმოადგენს. KAWS: HOLIDAY INDONESIA 19 აგვისტოდან 31 აგვისტომდე მნახველებს ტაძრის კომპლექსის პარკში დახვდებათ.
დაწერე კომენტარი