60-80-იანებში ლეგენდარული ფოტოგრაფი სლიმ აარონსი ხმელთაშუა ზღვას ხშირად სტუმრობდა, განსაკუთრებით სამხრეთ საფრანგეთის და იტალიის სანაპიროებს, მაშინ როცა ევროპაში ეკონომიკური ბუმის და სოციალური პროგრესის, სექსუალური რევოლუციის პიკი იყო. აარონსის ხმელთაშუა ზღვის ფოტოსერიებში ხშირად შეხვდებით ლეგენდარულ სასტუმროებს, რომლებიც დროთა განმავლობაში კულტურულ ძეგლებად იქცნენ.
Hotel du Cap-Eden-Roc
ეს სასტუმრო საფრანგეთის რივიერაზე უკვე 150 წელია ფუნქციონირებს და კანის კინოფესტივალის დროს მას ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი მსახიობები, რეჟისორები და კინოკრიტიკოსები.
Carlton InterContinental
Carlton კანის ყველაზე ცნობილი სასტუმროა, რომელიც სტუმრებს 1913 წლიდან მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ კარლტონმა სლიმ აარონსის ყურადღება ჰიჩჰოკის ფილმის, To Catch a thief-ის პრემიერის შემდეგ მიიპყრო.
Monte-Carlo Beach Hotel
სლიმ აარონსი ლაჟვარდოვანი სანაპიროს პატარა ქალაქს, Roquerbrune-Cap-Martin-ს 1977 წელს სტუმრობდა, მაშინ როცა Monte-Carlo Beach Hotel საფრანგეთის სამხრეთში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმროა.
La Voile d’Or
La Voile d’Or საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროზე, Sainte Jean Cap Ferrat-ში მდებარეობს და Vogue-ის მიხედვით ის ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროა.
Chateau Saint-Martin
ტამპლიერების ყოფილ სასახლეში განთავსებული ულამაზესი სასტუმრო, რომელიც ნიცას აეროპორტიდან 15 კილომეტრში მდებარეობს, ფრანგული რივიერას და პროვინციის გზაგასაყარზე, ქალაქ ვენსს გადაჰყურებს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს მეთექვსმეტე საუკუნის დროს გაკეთებული ღვინის მარანი აქვს, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და სტუმრებს ადგილობრივი ყურძნისგან დაწურული ღვინით უმასპინძლდება.
დაწერე კომენტარი