წარმატებული მოდის კვირეულებისა და ინდუსტრიის უდიდეს კონგლომერატებთან თანამშრომლობის შემდეგ, გასული თვე ახალგაზრდა ქართველი მოდელის, მატილდა გვარლიანისათვის მეტად საინტერესო და სიახლეებით დატვირთული გამოდგა. აგვისტოს ბოლო კვირას Gucci-მ სათვალეების ხაზის ახალი სარეკლამო კამპანიის ფოტო- და ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც ფოტოგრაფმა ეზრა პეტრონიომ გადაიღო, სადაც ბრენდის ამავე ხაზის გლობალურ ელჩთან, ჩინელ მსახიობ ნი ნისთან ერთად მატილდაც მონაწილეობს.
მომდევნო დღეებში კი ქართველი მოდელი Dior-ის Rouge Dior Forever Nude-ის ახალ სარეკლამო კამპანიაშიც გამოჩნდა.
ფოტო: Gucci, Dior
დაწერე კომენტარი