2-იდან 6 ნოემბრის ჩათვლით Factory Tbilisi Mercedes-Benz-ის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდის კვირეულს უმასპინძლებს. MBFW TBILISI-მა გამოაცხადა აპლიკაციების მიღებაც. თანამედროვე ქართველი დიზაინერები შეძლებენ თავიანთი კოლექციები წარადგინონ მომავალი ჩვენებისთვის. როგორც ოფიციალური გვერდი აცხადებს, ყველა აპლიკაციას MBFW TBILISI-ის კრეატიული ჯგუფი განიხილავს.
Mercedes-Benz Fashion week Tbilisi 2017 წლიდან სისტემატურად მართავს მოდის კვირეულებს, ცდილობს მედია, დიზაინერები და კლიენტები ერთმანეთს დააკავშიროს და ამით ხელი შეუწყოს საქართველოში მოდის განვითარებას - დაეხმაროს ახალგაზრდა დამწყებ დიზაინერებს, რომ საზღვრებს გარეთაც მიაღწიონ წარმატებას. Mercedes-Benz-ის მიერ ორგანიზებული ბოლო - 2023-2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციების ჩვენება 8 მაისს გაიმართა.
ფოტო: ვინსენტ ლაპარტიე
გამოქვეყნების თარიღი:
01 სექტემბერი, 2023
დაწერე კომენტარი