1880 წელს აშენებული კონიაკების ოჯახის ულამაზესი სასახლე შარენტეს მდინარის ნაპირთან მდებარეობს და დაახლოებით 3 ჰექტარი ტყით არის გარშემორტყმული. მისი ექსტერიერის დიზაინი მესამე რესპუბლიკის პერიოდის სასახლეებისთვისაა დამახასიათებელი, რაც გულისხმობს  მრავალწახნაგიან ფასადს და წაწვეტებულ, დაქანებულ სახურავს. 

სასახლე 13 საძინებელს, სამზარეულოს, ბიბლიოთეკას, მისაღებ ოთახებს და ღვინის მარანს მოიცავს, რომლებიც ერთმანეთთან მეცხრამეტე საუკუნის ქვის კიბით არის დაკავშირებული. 

მიუხედავად იმისა, რომ შენობა ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში აშენდა, ის პრაქტიკულად უცვლელი დარჩა, თუ არ ჩავთვლით შედარებით თანამედროვე ინტერიერის დიზაინს და ინფრასტუქტურას, რომლითაც შენობა დროთა განმავლობაში აღიჭურვა.

სასახლის ერთ-ერთი ხიბლი მისი ადგილმდებარეობაა - კონიაკის პრეფექტურა, სამხრეთ საფრანგეთში, Nouvelle-Aquitaine-შია. უშუალოდ სახელგანთქმული ქალაქი კონიაკი სასახლიდან ფეხით რამდენიმე წუთის სავალზეა და სავსეა მდიდარი ისტორიით. სწორედ აქ და ქალაქის შემოგარენში მდებარე სასახლეებში შეიქმნა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ალკოჰოლური სასმელი, რომელსაც ქალაქის სახელი აქვს. 

შატოსთან ახლოს ულამაზესი აუზი, ტენისის კორტები და შარენტეს მდინარეზე მდებარე პატარა კერძო კუნძულიც კია, სადაც დიდებულთა ოჯახები ხშირად მართავდნენ პიკნიკებს. აღსანიშნავია, რომ მთავარი შენობის გარდა, ეზოში განთავსებულია გარაჟები და კოტეჯი დამხმარე პერსონალისთვის. 


ფოტო: Christie’s Real Estate