1976 წელს ვენეციის საკულტო სასტუმროს Cipriani - ის შეძენის შემდეგ მსოფლიოში მდიდრული სასტუმროების წამყვანი კომპანიის, Belmond - ის ისტორია იწყება, რომელიც მოგზაურობის მოყვარულებს, სასტუმროების მრავალფეროვან არჩევანთან ერთად, სარკინიგზო და სამდინარო, საკრუიზო სერვისებსაც სთავაზობს.
1976 წელს ამერიკელმა მეწარმემ, ჯეიმს შერვუდმა, გინესების ოჯახისაგან 900 ათას ფუნტ სტერლინგად ვენეციაში მდებარე განთქმული სასტუმრო Cipriani შეიძინა, მოგვიანებით თავად შერვუდი მრავალი ისტორიული სარკინიგზო ვაგონის მფლობელიც გახდა. კომპანიის სახელწოდება იმ დროს სარკინიგზო ვაგონების სახელმა Orient Express - მა განსაზღვრა, რომელიც მდიდარ მოგზაურებს ლონდონი-პარიზი ლონდონი-ვენეციის მიმართულებით მგზავრობას სთავაზობდა. თუმცა, 2014 წელს Orient Express - ს დღეს ტურიზმის ინდუსტრიაში ყველასათვის კარგად ნაცნობი Belmond ეწოდა. 40 წლიანი ისტორიის კი განმავლობაში Belmond LTD 24 ქვეყანაში 46 უმაღლესი კლასის სასტუმროს, 7 ტურისტულ მატარებელს, 3 მდინარის კრუიზსა და რესტორნებს აერთიანებს.
2019 წლის პირველი ნახევრიდან Belmond LTD ოფიციალურად მსოფლიოში უდიდესი მოდის კონგლომერატის, LVMH - ის, მფლობელაში გადავიდა. 3,2 მილიარდი დოლარის გადახდის შემდეგ ფრანგული კომპანია Belmond LTD - ის 100% - იანი წილის მფლობელი გახდა, რამაც სასტუმროების ქსელების წამყვანი კომპანიის აქციების ფასი ერთ დღეში 40% - ით გაზარდა.
მსოფლიოს გარშემო არა ერთ საკულტო სასტუმროსა თუ რესტორანთან ერთად, Hammock წარმოგიდგენთ Belmond - ის საუკეთესო მდიდრულ სასტუმროებს, რესტორნებს, მატარებლებსა და სამდინარო კრუიზებს, რომლებიც ნებისმიერი ტიპის მოგზაურობის მოყვარულთათვის საოცნებო დანიშნულების წერტილს წარმოადგენენ.
1958 წელს ვენეციაში სასტუმრო Cipriani აშენდა, რომელმაც თითქმის 20 წლის შემდეგ Belmond - ის ისტორიას დაუდო დასაბამი. 1976 წელს იმ დროისათვის Orient-Express Hotels Ltd - ის მიერ სასტუმროს შეძენამ მისი გაფართოება გამოიწვია, რის შედეგადაც იგი მე - 15 საუკუნით დათარიღებულ, მეზობელ Palazzo Vendramin - ს შეურთდა. 2014 წელს კომპანიის რებრენდიგის შედეგად ვენეციის საკულტო სასტუმროს Hotel Cipriani ეწოდა, რომელმაც განახლების პროცესში ახალი სიცოცხლე შეიძინა. სწორედ ამ წელს სასტუმროში ამერიკელ ინტერიერის დიზაინერთან, ადამ ტიჰანთან, თანამშრომლობით რესტორანი Oro გაიხსნა, რომელმაც სულ მალე მიშლენის ვარსკვლავი მოიპოვა. სასტუმრო აღნიშნულ კვების ობიექტთან ერთად სტუმრებს ნაკლებად ფორმალურ რესტორანებსაც სთავაზობს, სადაც ცნობილი სასმლის, ბელინის, დაგემოვნებაც არის შესაძლებელი. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სასტუმროს დამფუძნებელი ჯუზეპე სიპრიანი თავად არის ბელინის კოქტეილის გამომგონებელი.
1984 წელს ლინდა და ჩარლზ ჰიკოქსებმა ანგილიას ირგვლივ ნავით მოგზაურობისას შენიშნეს ადგილი, რომელიც წლების შემდეგ კარიბის ზღვის სანაპიროზე ერთ - ერთ ყველაზე გამორჩეულ ნავსაყუდელად იქცა. კუნძული, რომელზეც ახლა Cap Juluca მდებარეობს, მაშინ ჯერ კიდევ საზოგადოებისათვის ნაკლებად მიმზიდველ ადგილად რჩებოდა და მდიდარ დამსვენებელთა უმეტესობა, კუნძულიდან 25 კილომეტრით დაშორებულ St Martin - ზე ბინავდებოდა, თუმცა 1988 წელს გახსნილი სასტუმრო მალევე იქცა სტუმრებისათვის მიმზიდველ ადგილად, რომელიც 2017 წელს ისტორიული სასტუმროებისა და შენობების შესყიდვით განთქმული Belmond - ის მფლობელობაში გადავიდა. ტეხასის შტატში დაფუძნებულმა კომპანია Rottet Studio - მ სასტუმროს კარიბის ზღვის სანაპიროსათვის დამახასიათებელი ესთეტიკა და ელეგანტურობა შესძინა, სადაც თეთრი ქვიშის და ცისფერი ლაგუნას ხედებს ყველაზე უკეთ სწორედ თეთრი ფერი, ხის ავეჯი და ოსტატურად შესრული მოზაიკები შეეფერება. Cap Juluca სამი სახის რესტორანს აერათიანებს, სადაც მსოფლიოში განთქმული შეფ-მზარეულები ზღვის პროდუქტებისაგან შექმნილ ზღაპრული კერების მრავალფეროვან ასორტიმენტს ქმნიან.
2017 წლის მაისში სამხრეთ ამერიკაში, პერუში ტიტიკაკას ტბიდან კუნძულ ურუსამდე პირველი მდიდრული მატარებელი გამაერთა. Belmond Andean Explorer მოგზაურებს პერუსა და მის ტერიტორიაზე მდებარე უამრავი ღირსშესანიშნაობის აღმოჩენის საშუალებას აძლევს. უნიკალურ ტურთან ერთად მატარებელი უმაღლესი კლასის სტანდარტებითა და სერვისებით არის აღჭურვილი, რაც მდიდრულ ნომრებთან ერთად, სპასა და ანდების ინგრედიენტების გამოყენებით პერუს ტრადიციულ სამზარეულოს აერთიანებს.
ბუნების წიაღში განმარტოებით მდგარი, ბრაზილიაში იგუასუს ეროვნულ პარკში მდებარე 1958 წელს აშენებული ერთადერთი სასტუმრო Das Cataratas ტროპიკულ გარემოში დასვენებისათვის იდეალური დანიშნულების ადგილია. გასაოცარ ადგილმდებარეობასა და იგუასუს ჩანჩქერების სიახლოვესთან ერთად პორტუგალიური კოლონიური სტილის ნაგებობა სუბტროპიკული მოტივებით შექმნილ ინტერიერსა და 187 ნომერს აერთიანებს. ფართო აუზები, სპა, მაღალი კლასის რესტორნები, თვალისმომჭრელი ექსტერიერი თუ ინტერიერი აღნიშნული სასტუმროს დიდებულების მხოლოდ მცირე ნაწილია. იგუასუს ჩანჩქერის ხმაური, მის გარშემო ნავითა და ვერტმფრენით გასეირნება, ჯუნგლებში მოსეირნე ირმებზე დაკვირვება, ორქიდებიით გაფორმებულ ბაღებში სეირნობა სასტუმროს სტუმრებისათვის თავგადასავლის ყველაზე საინტერესო ნაწილია.
Belmond Road to Mandalay - ასე ეწოდება მდინარის კრუიზს მიანმარში, რომელიც ქვეყნის ყველაზე დიდ მდინარეზე, ირავადიზე, გადის. კრუიზი მიანმარის უდიდეს ქალაქებს იანგონს, ბაგანს, მანდალასა და ბჰამოს სტუმრობს, გარდა ამისა კრუიზის სტუმრებს ჩინეთის საზღვრებთან მდებარე შორეული სოფლების დათვალიერების საშუალებაც ეძლევათ. საკრუიზო გემი Belmond - ის მფლობელობაში 2014 წელს გადავიდა და მას შემდეგ, Belmond Road to Mandalay, ეწოდება, რომელიც აზიის ქალაქებისა და დასახლებების აღმოჩენასთან ერთად, გემბანზე მდინარის პანორამული ხედებით ტკბობის საშუალებას იძლევა. 2023 წლის მაისიდან კრუიზი ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო დროებით შეჩერებულია.
სასტუმროს ისტორია, 1743 წელს იწყება, როდესაც ნელსონის მთაზე მდებარე მიწა ბარონ პიტერ ვან რიდე ვან აუტშორნს გადაეცა. ათწლეულების განმავლობაში მიწამ უამრავი მეპატრონე გამოიარა და საბოლოოდ 1988 წელს სასტუმრო Orient-Express Hotels - მა შეიძინა. სასტუმროს ხშირად ვარდისფერი ქალბატონის სახელით მოიხსენიებენ, რომელიც 1899 წლიდან მნახველებს იზიდავს. Belmond - ის 35 წლიანი მფლობელობის განმავლობაშ სასტუმრო გაფართოვდა, გაიხსნა რესტორანი და ბარი, Librisa Spa და ე.წ Oasis ბისტრო. ენერგიული ქალაქისა და Table Mountain - ის შორის მოქცეული სასტუმრო სამხრეთ აფრიკის ბუნებით, მისი გასტრონომიითა და ვინტაჟური არქიტექტურითა თუ ინტერიერით განტვირთვის იდეალურ შესაძლებლობას იძლევა.
21 Club ტრადიციული ამერიკული რესტორანია, რომელიც პირველად 1922 წელს გაიხსნა. 100 წლიანი ისტორიის, არა ერთი გამოჩენილი სტუმრის მასპინძლობისა და დამკვიდრებული დრესკოდის შემდეგ, 1995 წელს რესტორანი Orient-Express Hotels - ის მფლობელობაში გადავიდა. მისი გახსნის დღიდან რესტორანს ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები სტუმრობდნენ, როგორებიც თავად პრეზიდენტი რუზველტი, ფრენკ სინატრა, ერნესტ ჰემინგუეი, მერლინ მონრო, ელიზაბეტ ტეილორი და სოფია ლორენი არიან. თუმცა, 2009 წელს ახალმა მფლობელებმა რესტორნის მრავალწლიანი პოლიტიკა გააუქმეს, რაც საკვების მირთმევის დროსაც კი მამაკაცებს ჰალსტუხის ტარებას ავალდებულებდა. თუმცა, ამის მიუხედავად შესაბამისი მოსაცმელი კოსტიუმის ტარება მაინც აუცილებელ მოთხოვნად რჩება და თუ სტუმარს თან არ აქვს მსგავსი სამოსი, შესაძლებელი იყო Ralph Lauren - ისა და Michael Kors - ის კოსტიუმების დაქირავება. ამერიკული ტრადიციული რესტორანი 2020 წელს პანდემიის შედეგად დაიხურა, თუმცა სამწუხაროდ ეპიდემიის დასრულებისა და ცხოვრების რიტმის ჩვეულებრივად გაგრძელების შემდეგ იგი აღარ გახსნილა და 2021 წელს გამოქვეყნებული ცნობის მიხედით, განუსაზღვრელი ვადით შეწყვიტა არსებობა.
Venice-Simplon Orient Express ძვირადღირებული მატარებელია, რომელიც მგზავრებს მარტიდან ნოემბრამდე ლონდონიდან ვენეციასა და სხვა ევროპის ქალაქებში მოგზაურობასა და დასვენების საშუალებას აძლევს. ძვირადღირებული მომსახურება მუდმივ მარშურტებთან ერთად მსურველებს წელიწადში რამდენჯერმე პრაღაში, ვენასა და ბუდაპეშტში ამოგზაურებს, ხოლო ტრადიციულად აგვისტო/სექტემბრის მონაკვეთში მატარებელი ბუდაპეშტის, ბუქარესტისა და სინაიას გავლით სტამბულში მიდის. გასაოცარ მარშურტებსა და მოგზაურობასთან ერთად, ძვირადღირებული მატარებელი მგზავრებს დასვენებისათვის ყველა საჭირო, მაღალი კლასის სერვისს სთავაზობს. კერძო, მდიდრულად გაფორმებულ სალონებთან ერთად ვიზიტორებს უმაღლესი სტანდარტების მქონე რესტორანი უმასპინძლდებათ.
ვისაც სურს ლონდონის სული, მისი ატმოსფერო და ხასიათი ყველაზე უკეთ შეიგრძნოს, მაშინ Cadogan Hotel სწორედ მათთვის არის, 1889 წელს აშენებული სასტუმრო, რომელსაც გასულ საუკუნეში თავად ოსკარ უიალდი ძალიან ხშირად სტუმრობდა. Სასტუმრო სხვა გრანდიოზულ სასტუმროებს სულაც არ ჰგავს, სადაც ჰოლში მუდმივად უამრავ ადამიანს შეიძლება გადაეყაროთ - პირიქით, მისი ზომა კომფორტისა და სიმყუდროვის განცდის საშუალებას იძლევა, სადაც თანამშრომლებმა სტუმრების სახელებთან ერთად მათთვის სასურველი ჩაის ინგრედიენტებიც იდეალურად იციან. ლონდონის აურზაურისაგან მოშორებით მდგარი Cadogan Hotel ჯამში 53 ნომერს აერთიანებს, სადაც სტუმრებს დახვეწილ ინტერიერსა და გასაოცარ მომსახურებასთან ერთად, ლონდონისათვის ტრადიციული მენიუების დაგემოვნებაც შეუძლიათ.
ფოტო: Vogue, Conde Nast Traveller, Belmond
დაწერე კომენტარი