ტეხასის შტატში, სან ანტონიოში მდებარე McNay Art Museum-ის მუზეუმი ლეგენდარული რეჟისორის, ტიმ ბარტონის საკულტო ნოველისა და შემდგომ ჰენრი სელიკის მიერ ანიმაციად ქცეულ “კოშმარი შობის წინ” 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოფენას მასპინძლობს. გამოფენა, სახელწოდებით Dreamland, ვიზიტორებს ანიმაციის სამყაროში მოხვედრისა და მისი შეგრძნების უნიკალურ შესაძლებლობას 2024 წლის 14 იანვრამდე სთავაზობს.
1993 წელს თავად ბარტონის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით გადაღებული ფანტასტიკის ჟანრის ანიმაცია “ჰელოუინის ქალაქის” მეფის შესახებ გვიყვება, რომელიც “საშობაო ქალაქს” აღმოაჩენს და მის ხელში ჩაგდებას განიზრახავს. სტოპ-მოუშენის ანიმაციური ფილმის სიუჟეტთან ერთად მაყურებლისათვის მიმზიდველი ტიმ ბარტონისათვის დამახასიათებელი პერსონაჟების ვიზუალური აღქმა გახდა. სწორედ ამიტომ ჰელოუინისა და შობის დღესასწაულების პარალელურად, ანიმაციის ბნელი, თუმცა ჯადოსნური სამყარო 30 წლის შემდეგ McNay Art Museum-ში გაცოცხლდა. ვიზიტორებს ადგილზე ფილმისათვის შექმნილ მაკეტებსა და ნამუშევრებთან ერთად, პერსონაჟების ფიგურებიც დახვდებათ, რაც წარმოსახვით სამყაროში მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
დაწერე კომენტარი