ბრიტანული ბრენდი Burberry დანიელ ლის კრეატიული დირექტორობით 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის სარეკლამო კამპანიას ავრცელებს. ტაირონ ლებონის მიერ გადაღებული კამპანიის ფარგლებში ნიგერიელი მომღერალი, Tems და ინგლისელი მუსიკოსი, King Krule ჩნდებიან. მუსიკოსი ტაირონ ლებონის ფოტოობიექტივში ბრენდის 2023 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე წარმოდგენილ ბეწვის ქუდს ატარებს.
დანიელ ლიმ Burberry-ს კრეატიული დირექტორის პოზიცია შარშან დაიკავა და ბრენდისათვის პირველი კოლექცია 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე წარადგინა.
ფოტო: Burberry
დაწერე კომენტარი