ნიუ-იორკის საახალწლო განწყობაზე ზრუნვა ფრანგულმა მოდის სახლმა, Dior-მა ცნობილ სავაჭრო ქსელთან, Saks-თან ერთად დაიწყო. Dior-ისა და Saks-ის ექსკლუზიური თანამშრომლობის ფარგლებში ბრენდის Carousel of Dreams-მა მე-5 ავენიუ მაგიური, ჯადოსნური დღესასწაულის ცენტრად აქცია.
ყოველწლიური საშობაო კამპანიის ფარგლებში ეს მოვლენა პირველია, როდესაც მსოფლიოში უმსხვილესი მაღაზიათა ქსელი მოდის სახლთან თანამშრომლობს. ინსტალაციას 100 ხელოვანი 10 თვის განმავლობაში ქმნიდა.
ზღაპრული ინსტალაცია Dior-სა და Saks-ის CEO-ებთან - დელფინ არნოსა და მარკ მეტრიქთან ერთად, მსახიობმა ჯენიფერ ლოურენსმა გახსნა.
ინსტალაცია მე-5 ავენიუს ჯადოსნურ სამყაროდ გადაქცევაზე 5 იანვრამდე იზრუნებს.
ფოტო: The Cut, Dior x Saks
დაწერე კომენტარი