„ვოვლო ქარ საქართველოს“ შოურუმი პირველი ლოკაციაა კავკასიის რეგიონში, რომელიც VRE კონცეფციით შეიქმნა და იმ შენობების ანალოგია, რომლებიც ბრენდის სამშობლოში, შვედეთშია წარმოდგენილი.
სკანდინავიური მინიმალიზმით აშენებული შოურუმის გახსნის ცერემონიაც შესაბამისი კონცეფციით დაიგეგმა. მუზეუმის იდეით შთაგონებული ღონისძიება ვოლვოს ისტორიასა და ბრენდის თანამედროვეობაზე მოგვითხრობდა. წარსული, აწმყო და მომავალი - შოურუმი და შენობის ეზო ხელოვნების სივრცეებად დაიყო. ინსტალაციები ქართველმა არტისტებმა ვოლვოს ღირებულებებით შექმნეს.
ვოლვოს ინჟინრების ექსკლუზიურ გამოგონებებს დაეთმო შენობის გარე და შოურუმის სივრცე. წარმოდგენილი იყო ვოლვოს კლასიკური და საკოლექციო მოდელებიც, მათ შორის, ერთ-ერთი ლეგენდარული მოდელი Volvo Amazon, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებამდე იწარმოებოდა.
ბრენდის აწმყო და ყველაზე მოთხოვნადი, ვოლვოს Plug- In-Hybrid X90 განთავსდა ცალკე სივრცეში, რომელზეც ქართველმა არტისტმა გიორგი ზათიაშვილმა იმუშავა. დამუხტვადი ავტომობილი ხელოვანმა ექვსკუთხა პიედესტალიდან წარადგინა. ამ მოდელისთვის სადგამი, ფიჭის მსგავსად პრიზმული უჯრებისაგან შეიქმნა, როგორც მდგრადობის სიმბოლო. მომავლის კონცეპტუალურ ნაწილზე კი ნიკა მაჩაიძემ იმუშავა. დამშრალ ტბაზე გადაღებულ ვიდეოინსტალაციაში ვოლვოს სრულად ელექტრომობილი – C40 ტოვებს კვალს. პროექტის ალეგორიული შინაარსი მომხმარებლის გადაწყვეტილებას გამოხატავს: რა კვალს დატოვებს ის თავისი არჩევანით სამყაროში, სადაც მომავალი ელექტროა. გახსნის ცერემონიისთვის საგანგებოდ შექმნილი მუსიკის ავტორიც ქართველი არტისტი ნიკაკოია. ნიკა მაჩაიძემ ვოლვოს ახალ შოურუმში შეკრებილი სტუმრებისათვის კომპოზიცია ცოცხლად შეასრულა. გახსნის ოფიციალური ცერემონიისთვის თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდნენ „ვოლვო ქარსის“ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის რეგიონული ოფისებიდან. ღონისძიებას დაესწრნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. სტუმრებს შორის იყვნენ კომპანიის პარტნიორები და მედია. მასშტაბურ ღონისძიებას, ჯამში, 700-მდე სტუმარი დაესწრო.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი ხედვის კამერით, დისტანციურად შეაფასოს და, კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.
დაწერე კომენტარი