26-28 ივლისს თიბისი კონცეპტის წარდგენით, შავი ზღვის მე-17 ჯაზფესტივალი იმართება, რომელსაც ტრადიციულად - ბათუმის კორტების სცენა უმასპინძლებს. ფესტივალის ორგანიზატორები აჭარის რეგიონის სტუმრებს, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებულ საღამოებს ჰპირდებიან.ჰორიზონტალი.jpg138.34 KBსამდღიან ფესტივალს 26 ივლისს გახსნის 11 გრემის ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი ფილიპ ლასიტერი თავის ბენდით. 27 ივლისს ფესტივალის სტუმრების წინაშე ვირტუოზი დრამერი ჯოჯო მაიერი წარდგება, ხოლო 28 ივლისს სცენაზე ვიხილავთ მუსიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილ ოჯახს, პოპ-ჯგუფს - The Jacksons!28.jpg192.71 KBთიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათის მფლობელებს შეუძლიათ ბილეთები 20%-იანი ფასდაკლებით tkt.ge-ზე შეიძინონ. ხოლო VIP აბონემენტის მფლობელებს შეუძლიათ დაესწრონ ჯემსეშენს, რომელსაც სამივე დღეს ფესტივალის ოფიციალური პარტნიორი - კლუბი “ივერია ბიჩი” უმასპინძლებს. ქავერი1.jpg112.14 KBთიბისი კონცეპტის, საქართველოს რკინიგზისა და Visa-ს მხარდაჭერით ჯაზფესტივალის სტუმრებს 26 ივლისს თბილისიდან ბათუმში ჯაზ-მატარებელი ამოგზაურებს. 27.jpg142.56 KBგანწყობის შესაქმნელად, მოგზაურობას მუსიკალურად გააფორმებს ნოდარიკო ხუციშვილი ბენდთან ერთად. გარდა ამისა, სტუმრებს ჯაზ-მატარებელში დახვდებათ ლანჩ ბოქსი, ტკბილეულობა, გამაგრილებელი სასმელები, სახალისო აქტივობები და საჩუქრები. რეგისტრაციისთვის აუცილებელია ვალიდაციის გავლა თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათითა და ფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით. 26.jpg126.1 KBმგზავრობა უფასოა და ამისათვის სტუმრები უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე.
დაწერე კომენტარი