ლიდერი საერთაშორისო საგადახდო ქსელის, Visa-ს, ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის - თიბისისა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავიაკომპანია - Turkish Airlines-ის თანამშრომლობით, ინოვაციური პროდუქტი საქართველოში პირველი სამოგზაურო ბარათი იქმნება, რომელიც Visa თიბისი კონცეპტ 360-ისა და Visa თიბისი Wealth Management-ის მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი და მათ მოგზაურობის სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს. ახალი ბარათი, რომელიც თავისი ექსკლუზიური ბენეფიტებით სრულად იქნება მომხმარებლის სურვილებზე ორიენტირებული, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგზაურობის გამარტივებას, გაუმჯობესებას, განსაკუთრებული ღირებულებისა და კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად. 

გამორჩეული დიზაინის პრემიუმ მასალისგან დამზადებული სამოგზაურო ბარათი უნიკალურ ბენეფიტებს - Visa-ს სამოგზაურო უპირატესობებს, თიბისი ბანკის მოწინავე ფინანსურ სერვისებსა და Turkish Airlines-ის Miles & Smiles პროგრამას გააერთიანებს.  მომხმარებლები საზღვარგარეთ განხორციელებულ ტრანზაქციებზე Turkish Airlines-ის მილების (Miles & Smiles) დაგროვებას შეძლებენ, რომელთა გამოყენებაც ავიაკომპანიის ბილეთებისა და სხვა სერვისების შესაძენად იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, მომხმარებლებისთვის უპირატესობების შეთავაზება და მნიშვნელოვანი სარგებელი დაგეგმილია სხვადასხვა სამოგზაურო კატეგორიებში - იქნება ეს შეთავაზებები აეროპორტის ლაუნჯებში, უსაფრთხოების კონტროლის სწრაფი გავლა, განსაკუთრებული ტარიფები ტაქსისა თუ ინტერნეტ როუმინგზე. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბრენდების წარმომადგენლებმა ხელი 12 ივნისს სტამბოლში მოაწერეს, ბარათის ფუნქციონალის შესახებ დეტალური ინფორმაცია კი ახლო მომავალში, მისი გამოშვების შემდეგ გახდება ცნობილი.