გუდაურის შემდეგ გეზი მესტიისკენ ავიღეთ. თვალუწვდენელი მთები, ზღაპრული ტყეები, ძველი თქმულებები და ლეგენდები, შთამბეჭდავი არქიტექტურა და ხელოვნება, გამორჩეული სამზარეულო, ლაშქრობები და არაერთი საინტერესო აქტივობა. მესტიას ნამდვილად ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩვენს სამოგზაურო მარშრუტში. 

ლილატ

ჰაწვალის საბაგიროსთან ახლოს, ტყის პირას ახლად გახსნილი სასტუმრო “ლილატ” მდებარეობს. თუ დასასვენებლად მყუდრო ადგილს ეძებთ, რომელიც, ამავდროულად, ცენტრთანაც ახლოს არის, “ლილატ” იდეალურია. მაღალი ნაძვებით გარშემორტყმული სასტუმროდან თვალწარმტაცი ხედები იშლება მესტიის ცენტრსა და მთებზე. 

ფოსტა  

თუ დარჩენა მესტიის ცენტრში გსურთ, სასტუმრო “ფოსტა” საუკეთესოა. კომფორტული ნომრები, აუზი, სპა, ბარი და რესტორანი “ფოსტა” სტუმრებს კარგი დასვენებისთვის ყველა საჭირო სერვისს სთავაზობს. 

Old House Mestia 

სვანური კოშკებით გარშემორტყმული სასტუმრო - Old House Mestia-დან შთამბეჭდავი ხედები იშლება მესტიასა და მწვერვალ თეთნულდზე. სასტუმროშია მესტიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კაფე - Cafe Old House, ავთენტური გარემოთი და გემრიელი ადგილობრივი სამზარეულოთი. გირჩევთ დააგემოვნოთ ფეტვიანი ჭვიშდარი და ჭაგვაქუთი. 

9.png 2.72 MB

მესტიის მუზეუმი

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მუზეუმი საქართველოში. აქ დაცულია სვანეთში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები, ასევე ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები. ექსპოზიცია ნამდვილად იშვიათი და განსაკუთრებულია.

12.png 2.19 MB
ჰაწვალის საბაგირო 

თუ გსურთ, მესტიის და სვანეთის სილამაზე შეიგრძნოთ, აუცილებლად უნდა გაისეირნოთ ჰაწვალის საბაგიროთი. ნაძვებიდან მოულოდნელად თქვენ წინ სრულყოფილება - მწვერვალი უშბა ჩნდება. ხედები საბაგიროდან უშბაზე თუ გარშემო მთებზე ნამდვილად ჯადოსნური და დაუვიწყარია. 

13.png 2.26 MB
Hiking

ზაფხულში სვანეთი ლაშქრობებისთვის იდეალური ადგილია. მრავალფეროვანი სალაშქრო მიმართულებებიდან გირჩევთ: თეთნულდი - ადიში - ხალდეჭალა - უშგულს, უშბის ჩანჩქერსა და მყინვარს, შდგურას ჩანჩქერს, ქორულდის ტბებს, ასევე მემულის ტბას. 

14.png 2.54 MB
მესტიის სათავგადასავლო პარკი

თუ შედარებით მცირე მასშტაბის ექსტრემალური შთაბეჭდილებების მოყვარული ხართ, შეგიძლიათ მესტიის სათავგადასავლო პარკს ესტუმროთ. პარკშია თოკების ატრაქციონი, რომელიც ხეებს შორის დამონტაჟებულ 40-მდე სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებას მოიცავს. აქვეა საცოცი კედელი, ტბა და მოსასვენებელი სივრცეები. 

Twin Peaks

და ბოლოს, გთავაზობთ საღამო დევიდ ლინჩისეულ გარემოში გაატაროთ. Twin Peaks რესტორანი და ბარია, რომლის დიზაინი ლინჩის შემოქმედების ინსპირაციითაა შექმნილი. აქ დღის განმავლობაში ხშირად ეწყობა გასტრონომიული Pop-up-ები, საღამოს კი მუსიკოსები უკრავენ.