ჩვენი შემდეგი დანიშნულების ადგილი მაღალმთიანი აჭარა - კურორტი გოდერძია. ნისლიანი მთები და მთებზე შეფენილი ხის სახლები, ალპური მდელოები და ნაძვნარი, გოდერძი გამორჩეული და მშვენიერია. 

ამბასადორი გოდერძი

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “ამბასადორი” საუკეთესო არჩევანია გოდერძიზე დასასვენებლად. კომფორტული ნომრები შთამბეჭდავი ხედებით, რესტორანი, ბარი, აუზი, სპა და გარე ჯაკუზი, რომელიც იდეალურია განტვირთვისთვის. სასტუმროში შეგიძლიათ სხვადასხვა აქტივობასაც მიმართოთ, მაგალითად, ითამაშოთ მაგიდის ჩოგბურთი, ბილიარდი ან მაგიდის ფეხბურთი. 

276acf2e-ab52-4e94-b015-78d2e48451d1.jpeg 247.38 KB
საბაგირო


ამბასადორიდან სულ რამდენიმე ფეხის ნაბიჯზე საბაგირო ზანკა. გირჩევთ, აუცილებლად გაისეირნოთ საბაგიროთი და დატკბეთ თვალწარმტაცი ხედებით. ზანკას შემდეგ საბაგირო ჭანჭახი იწყება, რომელსაც ალპურ მდელოებზე აჰყავხართ. ფერადი ყვავილები და დაუვიწყარი ხედები აჭარის მთებზე - ჭანჭახით გასეირნება ნამდვილად შთამბეჭდავია.

80f2352a-9a8d-4f85-a704-5f5032b2d859.jpeg 314.28 KB

კვადროციკლების ტური


თუ გსურთ გოდერძი უფრო ექსტრემალური გზით გადაიაროთ, კვადროციკლების ტურს გირჩევთ. საბაგირო ზანკასთან ახლოს კვადროციკლებია განთავსებული და შეგიძლიათ სხვადასხვა მიმართულებით ექსტრემალური თავგადასავალი მოიწყოთ. 

f8a319c9-d44d-49b5-91a8-4d597722fd08.jpeg 352.53 KB

მწვანე ტბასთან ახლოს


გოდერძიდან სულ რამდენიმე კილომეტრში ჯადოსნური მწვანე ტბაა. ტბისკენ მიმავალ გზაზე შეხვდებით ძველ ხის სახლებს, საიდანაც თვალუწვდენელი ხედები იშლება ღრუბლებში გახვეულ მთებზე. ტბის მონახულებამდე ფოტოების გადასაღებად გზად შეჩერდით - აქაური სანახაობა კინოკადრებს მოგაგონებთ. 


d8aa8f41-0ee0-4334-af44-01f782729142.jpeg 366.3 KB


მწვანე ტბა


ტყით და კლდოვანი ქვებით გარშემორტყმული მწვანე ტბა ყველა ამინდში მშვენიერია - მზეში ზღაპრული მწვანე ფერი დაჰკრავს, ნისლში კი უფრო მისტიკურ ელფერს იძენს. ტბაზე გასეირნება ან გაცურვა ზაფხულის ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად დაგრჩებათ. 

b450f9b5-d8c9-4bbb-9ad4-deb29e925a80.jpeg 396.72 KB


ალპური ბოტანიკური ბაღი


გოდერძისთან ახლოს კიდევ ერთი საინტერესო ადგილია - სოფელი ბეშუმი. თუმცა, სანამ ბეშუმს ესტუმრებით, გირჩევთ, გზად ალპური ბოტანიკური ბაღი მოინახულოთ. ბაღში აჭარის სუბალპური და ალპური ზონებისთვის დამახასიათებელი მცენარეების დიდი მრავალფეროვნება დაგხვდებათ. აქვეა ალპინარიუმი, ტბა, ჭაობი, წყარო, მეფუტკრეობის სადემონსტრაციო სივრცე, ასევე, პიკნიკისა და კემპინგის ზონები. 

სოფელი ბეშუმი


და ბოლოს, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე - სოფელი ბეშუმი. მთაზე შეფენილი ხის სახლები და მზით განათებული აჭარის მთები მოგზაურობის დასასრულისთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი სანახაობაა.