Hammock Magazine წარმოგიდგენთ Visa-ს პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Visa-ს მხარდაჭერით დახვეწილი დიზაინისა და კომფორტული გარემოს მქონე ბიზნეს-ლაუნჯი გაიხსნა. ასევე აეროპორტში დაგხვდებათ Fast Track, რომელიც გამგზავრების პროცესს უფრო სწრაფსა და კომფორტულს ხდის. Visaპრემიუმ ბარათით შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც Fast Track-ით, ისე ლაუნჯით. დაუვიწყარი მოგზაურობები დეტალებშია, ყველაფერი კი აეროპორტიდან იწყება. სასიამოვნო და კომფორტული მოგზაურობის დასაწყისი Visa-სთან ერთად.
ბიზნეს ლაუნჯი Powered by Visa - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული კომფორტული და სასიამოვნო გარემოა, დიზაინი - დახვეწილი და მინიმალისტური. ლაუნჯში Hammock-ისა და Visa-ს სამოგზაურო გაზეთი დაგხვდებათ, სადაც ევროპის სხვადასხვა ქალაქზე საინტერესო გზამკვლევებს აღმოაჩენთ. აქვეა თიბისი კონცეპტის მყუდრო სივრცე, სადაც გაფრენამდე შეგიძლიათ ყავასთან, ჩაისა ან თქვენთვის სასურველ სხვა სასმელთან ერთად საინტერესო წიგნებს გაეცნოთ.
რადგან დეტალები ქმნის განწყობას და დაუვიწყარი მოგზაურობის წინაპირობაც დეტალებშია. ვფიქრობთ, გაფრენამდე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საუკეთესო გამოცდილებას მიიღებთ. ახალი ბიზნეს-ლაუნჯი და სერვისები, რომლითაც Visa პრემიუმ ბარათით შეგიძლიათ ისარგებლოთ, თქვენი მოგზაურობის დასაწყისს კომფორტულს და სასიამოვნოს გახდის.












დაწერე კომენტარი