Saint Laurent-მა 2024 წლის მამაკაცის გაზაფხული/ზაფხულის ახალი კოლექცია წარმოადგინა. ჩვენება ბერლინში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში - Neue Nationalgalerie-ში შედგა. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა იმ შენობამაც, სადაც ჩვენება გაიმართა. ის 1968 წელს გერმანელ-ამერიკელი არქიტექტორის, Mies van der Rohe-ის დიზაინით შეიქმნა, სულ ცოტა ხნის წინ კი ბრიტანელმა არქიტექტორმა - David Chipperfield-მა გადააკეთა.
ჩვენება 12 ივნისს გაიმართა. როგორც შემდგომ შეაფასეს, ის ექსტრემალურად მინიმალისტური იყო და შენობის მოდერნისტულ ინტერიერს ჰარმონიულად ეხამებოდა. გალერეის პავილიონი, სადაც შოუ ჩატარდა, გაშლილი სივრცით, წვრილ ჩარჩოებში მოქცეული შუშის კედლითა და მძიმე, ნაცრისფერი ფარდებით გამოირჩეოდა.
ავტორი: ტატო ანთაძე
ფოტო: Dezeen
დაწერე კომენტარი